Thursday, February 9, 2012

თამო...ნიჭიერი თაობა..!


დღეისთვის პოსტი ჩემს უნიჭიერეს და ულამაზეს დაქალეს ეხება. 14 წლის გოგონა და ხატვის საოცარი ნიჭი აქვს .., მის თითოეულ ნახატში სხვადასხვა აზრია ჩადებილი..,! არ გავს მის ტოლ ბავშვებს..! თითოეული ნახატი მის ხასიათს და განწყობას ასახავს.
 ადრეც ხატავდა მაგრამ ასე არ ვაქცევდით მის ნახატებს ყურადღებას მაგრამ ახლა სრულიად შემთხევით რასაც ხატავდა სურათებს უღებდა და სოციალურ ქსელზე  ფეისბუქზე ტვირთავდა რასაც მეგობრებისგან და ნაცნობებისგან გაოცება გამოიწვია..! მათ შორის ჩემიც ასე რომ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე გამეკეთებინა პიარი თავისი ნახატებისთვის...! მოკლედ ეხლა მეტი რომ არ ვიტლიკინო თამოს შემოქმედების ნაწილს წარმოგიდგენთ...!





















http://www.facebook.com/profile.php?id=100002181396508
 ეს კი მისი ფეიბუქია თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ..**)))




Saturday, February 4, 2012

ჩემი თხოვნაა...**))


სოფო ფირცხალავა

არის ასეთი კონკურსი გაიცანი "გოგონა გარეუბნიდან" სადაც მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას ერთ ერთი ჩემი დაქალი სოფო ფირცხალავაა და ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ და მოიწონოთ ეს სურათი ..**))
 ეს კი ლინკია სადაც თქვენ უნდა შეხვიდეთ...**)) http://www.facebook.com/photo.php?fbid=264736003597158&set=a.263309923739766.58656.130166863720740&type=3&theater


ძალიან გთხოვთ თქვენი მოწონება ჩვენთვის მნიშნელოვანიაა და ნუ დაიზარებთ...**))


Friday, February 3, 2012

New York...**))




 ქვეყანა: აშშ

შტატი: ნიუ იორკი


მოფერებითი სახელები :დიდი ვაშლი, Gotham, სამყაროს ცენტრი,ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს.

ნიუ იორკის დროშა


შედგება მრავალი კუნძულისგან მათ შორის სამია მთავარი: Manhattan, Staten Island, და Long Island.

New York ♥
New York ♥
New York ♥
New York ♥
New York ♥ 




ეს ქალაქი ბევრისთვის საოცნებოა ასევე ერთერთი მათგანი ვარ მე ვგიჟდები ეს ქალაქი ისე მიყვარს და მომწონს მისი ყოველდღიური  დღის  რიტმი...**)) 

ნიუ იორკი - ნიუ იორკს მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებენ, თუმცა ის ამერიკის დედაქალაქიც კი არ არის. საინტერესოა რით დაიმსახურა მან ეს აღიარება. ნიუ იორკი მდინარე ჰუძონისა და ატლანტიკის ოკეანეს შორის მდებარე კუნძულებზეა გაშენებული. მისი უძველესი ნაწილი ნიუ იორკის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის- მანჰეტენის სამხრეთით მდებარეობს. ევროპიდან გადასახლებულმა ჰოლანდიელებმა აქ ახალი ამსტერდამი დაარსეს. შემდეგ ეს მიწემი ემიგრანტი ინგლისელების მფლობელობაში გადავიდა და სახელიც იორკის ჰერცოგის პატივსაცემად დაერქვა. ამ ორი სახელის შერწყმით წარმოიშვა ქალაქის დღევანდელი სახელი - ნიუ იორკი.



ნიუ იორკის კიდევ ერთი სიმბოლო ვაშლია. გადმოცემის მიხედვით, პირველი ემიგრანტების მიერ დარგული ხეებიდან პირველმა სწორედ ვაშლის ხემ გამოიღო ნაყოფი, ამიტომაც ვაშლი ყველაზე წარმატებული ქალაქის სიმბოლო გახდა.
ხელსაყრელი მდებარეობის გამო ნიუ-იორკი მალევე გაიზარდა. მიწა აქ ძვირად ფასობდა, ამიტომაც XX ს-ის დასაწყისიდან ნიუ იორკში მრავალსართულიანი შენობების აგება დაიწყო, რომელთა მსგავსი იმ დროს არსად იყო. აქ მუშაობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. ლითონისა და მინის უზარმაზარმა კონსტრუქციებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერი.



მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის ცენტრალურ რაიონებში მაღალი ნაგებობებია ჩამწკრივებული, მის ქუჩებს არ დაუკარგავს სიმყუდროვე. ცათამბჯენების ინდივიდუალობას განსხვავებული მასალის, ფერის, ფაქტურის გამოყენება განაპირობებს. ღამით გაჩირაღდნებული ქალაქის ქუჩები ისეთივე ხალხმრავალი და მიმზიდველია, როგორც დღისით.