სელებრითები...**))

                   ცნობილი ადამიანები რომლებსაც არ უყვართ ლეიდი გაგა**))

ყველა ადამიანს ჰყავს ე.წ ჰეითერები. გამონაკლისი არც მომღერალი ლედი გაგაა, რომელმაც პოპულიარობა საკმაოდ მოკლე ხანში მოიპოვა და რა თქმა უნდა ბევრი "მტერიც" გაიჩინა. გაგას ჰეითერების რიცხვში ცნობილი ადამიანებიც შედიან. ვნახოთ თუ ვინ არიან ისინი და რას ფიქრობენ ლედი გაგაზე.
                          

პირველია გრეის ჯონსი, რომელიც ამბობს: " მე ვიმუშავებდი ისეთ მომღერალთან, რომელიც ასე ძალიან არ მბაძავს (გულისხმობს გაგას). უფრო ორიგინალური მომღერლები მხიბლავს."

              
მერლინ მენსონი: " ვისაც გინდათ შემადარეთ, მაგრამ არა გაგას და იმ ქალს, მოიცა... რა ქვიაა?! ხო, ჯეისი ჯი. ვერ ვიტან, როცა ამ ორ მომღერალს მადარებენ, რადგან ძალიან არ მინდა მათ რამეთი ვგავდე."          
M.I.A: "ლედი გაგა ცდილობს მიბაძოს გრეისი ჯონსს და მადონას, მაგრამ გაგას მუსიკა მხოლოდ ოც წლამდე ახალგაზრდებისთვისაა, რომლებიც იბიცაზე ერთობიან. ჯანდაბა! ლედი გაგა კარგი იმიტატორია."
         

მიშელ გონდრი: "მე ვუყურე გაგას რამოდენიმე ვიდეოს და ბოლომდე ვერც დავამთავრე მათი ყურება. კარგი შემსრულებელი კარგი ხარისხისაკენ უნდა ილტვოდეს და ლედი გაგა ამ საკითხში ძალიან უბრალოა."

           

სენდი რიოსიტელეწამყვანი: " ლედი გაგა, ბიონსე და მსგავსი შემსრულებლები-ეს ჩვენი გონებისათვის ჯოჯოხეთია. ხალხი ინტერესდება იმით, თუ ვისთან აქვთ სექსი მათ, ლესბოსელები არიან თუ არა და ასე შემდეგ. საშინელებაა, რომ ხალხის ინტერესები მხოლოდ ამით იფარგლება."

                  
სპენსერ პრატი: "ლედი გაგას ფასი ხუთი თეთრიც არაა, ჰეიდი მონტაგიც კი მასზე ნიჭიერია.
            
ნოელ გალაჰერი: " ლედი გაგა? ეგ ვინღაა?! ალბათ ჩამეძინა და რაღაც გამომრჩა, არა?! "

აი მე ეს რომ წავიკითხე ძალიან გამიკვირდა ლედი გაგა  ბიონსე და ჯეისი ჯი ძალიან მომწონს და არ ვეთანხმები ამათ აზრს მაგრამ მაინც გადავწყვიტე ეს პოსტი დამედო...**)) 


                                                                        * * * 


                                                       Born This Way...**))

მსოფლიოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, ზოგჯერ ვითრგუნები კიდეც  რომ ვხვდები ამდენს შორის  რა ძნელია არ დაიკარგო.  youtube ჩემი ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილია ინტერნეტ სივრცეში. ერთ სიმღერას რომ მოვუსმენ/ვუყურებ,  related ვიდეოებში თუ ქავერებია, აუცილებლად ვნახულობ და ასე შევყვები, შევყვები და უამრავ კარგ მომღერალს აღმოვაჩენ ხოლმე. საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს ზოგს, მილიონობით ნახვები და ინტერნეტით შეძენილი ფანების დიდი რაოდენობაც.
ზოგიერთი მათგანის მომავლით ვინტერესდები- თუ ვფიქრობ, რომ რაღაც პერსპექტივა არსებობს, subscribe-ს ვაჭერ და ვაკვირდები მოვლენების განვითარებას.
მაგალითად, Jessie J, რომელსაც ძალიან განსხვავებული და ძლიერი ვოკალი აქვს, თვითონ წერს სიმღერებს და რომელიც ასე ქავერ-ქავერ  და youtub-youtub (:D) გახდა პოპულარული ნელ-ნელა.   უკვე 2 კლიპი გადაიღო “Do it like dude” და “price tag”b.o.b-თან ერთად. გამოუშვა ალბომიც და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში მეტს და მეტს მიაღწევს ( ასევე გავიფიქრე თავის დროზე ჯასტინ ბიბერზე, ვიდრე გავიგებდი, რომ როცა მე მისი 10 წლის ასაკში ნამღერი ვნახე და ვთქვი “ეს ბავშვი ბევრს მიაღწევს”-მეთქი, აშერს უკვე ნაპოვნიც ჰყავდა და ჩემს ჭურში ვერ შემოღწეული პოპულარულობაც მოპოვებული ჰქონდა).
დაახლოებით ერთი თვის წინ, lady gaga-მ დააშეარა ვიდეო, ახალი სინგლის, born this way-ს ქავერი:             http://www.youtube.com/watch?v=xG0wi1m-89o 
ძალიან მაინტერესებდა რა ბედი ელოდა 10 წლის მარიას, რომელსაც როგორღაც მიაგნო გაგამ youtube-ზე (მერე რადიოში სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ცუდი დღე მქონდა და მარია რომ მაჩვენებს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავიო), დალინკა თავის 30 მილიონიან  ფეისბუქის გვერდზე და გადააშეარა ძალიან ბევრმა. გაგაც დავალაიქე, რომ თვალ-ყური მედევნებინა მიაქცევდა, თუ არა მომავალშიც ყურადღებას.
ამ ამბიდან მეორე-მესამე დღესვე დაიწყო- ლიმუზინით მიაკითხა რომელიღაც რადიომ სკოლაში, წაიყვანეს თავისთან, დაალაპარაკეს გაგას ტელეფონით, იქ შეპირდა, რომ თავისი ტურის ერთ-ერთ კონცერტზე დუეტს იმღერებდნენ და მერე ასეც მოხდა. სურათებიც დადო და დუეტის ვიდეო official-ზე ატვირთა.             
http://www.youtube.com/watch?v=1gndEMkgjXI&feature=player_embeddedელენმა თავის შოუშიც მიიწვია
 
http://www.youtube.com/watch?v=pX1QQArmCBk&feature=player_embedded
(სხვათაშორის ძალიან ჭკვიანია ასაკთან შედარებით) 
 მოკლედ რომ ვთქვათ და ვაღიაროთ- გული ამიჩუყდა ამ ყველაფერზე: ))
ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან დიდი სტიმულია დანარჩენებისთვის. შეიძლება ზოგისთვის შურის საბაბი გახდეს, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს… იღბლიანობა ქვია, თუ “ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენა”, 10 წლის მარიას გარანტირებული კარგი მომავალი აქვს და she deserves it. 

                                                                  * * * 


                                                     ბიოგრაფიები..**))

                         
რობერტ ტომას პეტინსონი (ინგლ. Robert Thomas Pattinson) (დ. 13 მაისი, 1986) არის ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. მან ითამაშა ედვარდ ქალენი ფილში "ბინდი", რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების რომანზე, ასევე - სედრიკ დიგორი ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი".
ცხოვრების ადრეული წლები
პეტინსონი დაიბადა ლონდონში, ინგლისში. ის ჩაერთო სამოყვარულო თეატრის საქმეში "ბარნეს თეატრალური კომპანიის" მეშვეობით. კულისებსმიღმა სამუშაოების შემდეგ მან მიიღო სამსახიობო როლები. ამის მერე ის თამაშობდა "მაკბეტის" სამოყვარულო ვერსიაში Old Sorting Office Arts Centre-ში, ასევე სცადა ბედი მოდელადაც.
რობერტმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ტელეფილმში "ნიბელუნგების ბეჭედი" (2004) და რეჟისორ მირა ნაირის ფილმში "ამაოების ბაზარი" (2004), სადაც მისი სცენები ამოჭრეს და მხოლოდ DVD ვერსიაზე გამოჩნდა. 2005 წლის მაისში მონაწილეობა უნდა მიეღო "წინა ქალის" ინგლისურ საპრემიერო ჩვენებაზე Royal Court Theatre-ში, მაგრამ გახსნით საღამომდე დაითხოვეს და ჩაანაცვლა მსახიობ ტომ რილეიმ.
ამავე წელს, მოგვიანებით მან განასახიერა სედრიკ დიგორი ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" და ამის შედეგად ის იქნა დასახელებული, როგორც ამავე წლის "მომავლის ბრიტანელი ვარსკვლავი" Times Online-ის მიერ. ასევე მასზე ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა შემდეგი ჯუდ ლოუ.
პეტინსონი გამოჩნდა Hackett-ის 2007 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ის თამაშობს ედვარდ კალენს ფილმში "ბინდი", რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზე და რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.
რობერტს აქვს მთავარი როლები მოახლოვებულ ფილმებში: "პატარა იფნები", სადაც ის სალვადორ დალის თამაშობს, "როგორ იყო" - ბრიტანული კომედია და მოკლემეტრაჟიან ფილმში "ზაფხულის სახლი". იანვარში ის დაიწყებს ახალ პროექტზე მუშაობას სახელწოდებით "თითო ნაწილი მილიარდად", რომელზედაც ის ამბობს: "ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული სცენარი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს ჩემს ცხოვრებაში".


                          


ავრილ რამონა ლავინი დაიბადა 1984 წლის 27 სექტემბერს,კანადის შტატ ონტარიოში,ქალაქ ნაპანში.12 წლიდან აქტიურად დაიწყო სიმღერა და გიტარაზე დაკვრა მარტომ ისწავლა.16 წლისა,გადასახლდა ნიუ–იორკში იმ იმედით,რომ ვინმე იპოვიდა და ოცნება აუსრულდებოდა,მაგრამ ხმისჩამწერმა სტუდია არისტა რეკორდმა ის მაშინ იპოვა,როცა იმედგაცრუებული ლავინი უკვე ნაპანში დაბრუნებას აპირებდა.სტუდიამ ავრილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 1 წლის შემდეგ,ავრილ ლავინის პირველი ალბომი გამოვიდა,სახელწოდებით LET GO,რომელმაც ატომური ბომბის ეფექტი მოახდინა.მისმა ტირაჟმა 8.000.000–ს მიაღწია და მალე 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ჩარტების სათავეში მოექცა. სრული 8 კვირის განმავლობაში,მისი პირველი სიმღერა COMPLICATED ჩარტების პირველი ათეულიდან არ ჩამოსულა.ყველასგან განსხვავებული მომღერალი პანიკას იწვევდა ფანებში გამოჩენისას და კონცერტებზე ასი ათასობით მსმენელს იზიდავდა.ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია მაშინ,როცა 2 კვირის განმავლობაში 12 სიმღერა დაწერა.ამ სიმღერებიდან ყველა შევიდა ავრილის მეორე ალბომში,სახელწოდებით UNDER MY SKIN,რომელმაც ორმაგი ემოცია გამოიწვია და ამასთანავე,უკვე 19 წლის მომღერლის მკაცრი სახეც გამოაჩინა – მაშინ ავრილი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობების გამო,რაც ალბომში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და რაზეც თითქმის ყველა ინტერვიუში ეკითხებოდნენ.
21 წლისა,დაქორწინდა მუსიკალური ჯგუფის,SUM-41–ს სოლისტზე,დერეკ უიბლიზე, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. მათ ერთად ჩაწერეს ავრილის მესამე ალბომი,THE BEST DAMN THING,რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიტანა,პირიქით,ლავინის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია,რაც იმით აიხსნა,რომ უკვე ქერათმიანი და საგრძნობლად დაქალებული ავრილი ის აღარ იყო,რაც ასე სჭირდებოდათ მსმენელებს –ის მორიგ პოპმომღერლად გადაქცეულიყო..


ლავინი კარიერას აგრძელებს. საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გარდა (ABBEY DOWN)სუნამოც გამოუშვა,სახელწოდებით BLACK STAR, ავრილმა 2009 წელს ასევე ნიუ-იორკში მოაწყო მოდის კვირეული. 2010 წელს ავრილი სცენას დაუბრუნდა! მან ჩაწერა საუნდთრექი ფილმისთვის ALICE IN WONDERLAND, ზაფხულში კი ახალი სუნამო გამოუშვა სახელწოდებით FORBIDDEN ROSE.

ავრილი ქმრართან გაყრის შემდეგ ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მან 2010 წლის თებერვალში გაიცნო ბროდი ჯენერი. 2010 წლის ოქტომბერში ავრილმა ახალ ალბომზე მუშაობა დაამთავრა. მან მალევე გამოუშვა ახალი სიმღერა WHAT THE HELL, რომლის პრემირაც ახალი წლის ღამეს შედგა. ლავინმა ასევე გამოაცხადა ალბომის სახელიც GOODBYE LULLABY, რომელიც ქალთა საერაშორისო დღეს 8 მარტს გამოვიდა.


       
ბიოგრაფია:ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.



კარიერა
ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ-იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire" და ''ვოგუე''. იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს", „Valentino–ს" და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს". 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას ''Victoria Secret''–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.
 
2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება",BMW-ს" დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო Victoria Secret's–ის" ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.

 


პირადი ცხოვრება სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული. 2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი Lady Gaga, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა.
მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა.

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „Lady GaGa" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga-Ga").

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. Lady GaGa-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block".

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია


                                                      * * * 

No comments:

Post a Comment