Thursday, March 8, 2012

ქალის სურნელით მოდის გაზაფხული...**))







ძვირფასო მეგბრებო! აი დადგა გაზაფხულის ყველაზე ნაზი და დახვეწილი დღესასწაული 8 მარტი. და აი ამ დღეს ჩვენ გვსურს ქალბატონები დავმუხტოთ დადებითი ემოციებითა და სურვილებით. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულსა და სიხარულს.გაზაფხულის პირველი თვე ქალბატონების უმეტესობას განსაკუთებით უყვართ, რადგან 3 მარტი დედის დღე, ხოლო 8 მარტი, ათწლეულების ტრადიციით, ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება,
 
 საქმე ის არის, რომ ახლა 8 მარტის დღესასწაულს მნიშვნელოვნად ერთი მხრივ ისინი  მიიჩნევენ, ვინც ამ დღეს ყვავილების ჩუქებას ან მიღებას მიეჩვია, ხოლო მეორე მხრივ – ვისთვისაც აღნიშნულ დღესასწაულს იდეოლოგიური მიზნები აქვს. 
ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერება და ულევი სიხარული არ მოკლებოდეს პირველ რიგში ჩემს თავს და შემდეგ ყველა ქალბატონს <333
ჩემს გოოგონებსაც მივულოცავ მიყვარხართ ბავშვებო <333



*_*...8 მარტი...*_*

Saturday, March 3, 2012


ჩემთვის ყველაზე ლამაზ და საყვარელ დედას ვულოცავ დედის დღეეს..**)) <33 დეე ძალლიიან მიყვარხარრ <333საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული, დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.
ადრე როცა პატარა ვიყავი წერრილებით ვულოცავდი დედის დღეს ...**)) ხან ყვავილებს ვჩუქნიდი :DD დღეს სახლი დავალაგე :DD...**)) დე ხომ იცი როგორ ძალიიან მიყვარხარ ჩემო ლამაზო და სათუთო<3333 <333 <333 

Friday, March 2, 2012

"შური არს მწუხარება სხვისა კეთლსა ზედა"

                                                                    * * *
რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამათუ იმ დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს .
ხვეულთმიანი გოგონა რომელსაც ყოველდილით უჭირს თმის ურჩი თმის დალაგება , შენატრის თავის დაქალს რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს.
მძღოლს რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანის მძღოლების. ვერ დაასახელეთ ადამიანს რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა.განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს ვიდრე სხვებს. ვიღაცას კი ისე ხშირად შურს რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება.საზოგადოება შურს არ ამართლებს, ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება . ზოგიერთი ადამიანისგან გაიგებთ: "თეთრი შურით მშურს" -ამბობენ რომ "თეთრი შური ხშირი ხმარებისგან შავდება ,საკმაოდ ცხოვრებისეულად ჟღერს და რაშია განსვავება ტეთრსა და შავ შურს შორის ..?განსხვავება თვითონ ამ  გრძნობასა და მიმართულებაშია. თეთრი შური შეიძლება განიხილოს როგორც შური რომელიც უჩვენებს ამ ადამიანი შემდეგი გავითარების ვექტორს რომელმაც განიცადა იგი. ხოლო შავი შური მომწამვლელია  , იგი წამლავს როგორც მოშურნის სულს ისე შურის ობიექტს . ამგვარად თეთრი შურიც შურია მაგრამ ისეთი რომელიც სტიმულს აძლევს ადამიანს განვითარდეს , ხოლო შავი შური შიგნიდან ჭამს და ანგრევს ურთიერთობას. ~
P.S ეს თემა ქართულში მქონდა დასაწერი რამაც მოწონება დაიმსახურა ამიტომ გადავწყვირე მეც ჩემს ბლოგზე დამეპოსტა და სხვები დაფიქრდებიან და მიხვდებიან,
რომ შური გვავნებს ჩვენ და ჩევენს იგრვლივ მყოფ ადამიანებს...**))
მიყვარხართ ჩემო ერთგულო მკითხველებო...<333
                                  მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება..)).....**)))

მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ....


იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!

ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ♥...


ისევ ჩვენს მუსიკას ვეფერები .. ისევ ისე ვმღერი ჩემებურად .. ისევ აკორდებით გეფერები .. მე ისევ მიყვარხარ ძველებურად ♥




-რას ვგრძნობ ახლა? და, რას გინდა, რომ ვგრძნობდე? ტკივილს? სინანულს? არა! უბრალოდ იმედგაცრუებას, ის რომ შევცდი შენში…


ზოგიერთ მდაბიოს ნუ ეგონება,რომ მისი უსუსური არსებობა ჩემი ყურადღების ღირსია... ;)

ურთიერთობა=გოგო+ბიჭი+1 შურიანი, რომელიც ყველაფრის განადგურებას ცდილობს!


ყველაზე მტკინვეული რამ შენი და იმ ადამიანის სიშორეში ის არის, რომ უბრალოდ არ იცი - მოენატრები თუ დაგივიწყებს.


გულში არ დამრჩა ბოღმის ადგილი, ყალბი სიტყვებიც აღარ მჭირდება, ჩემი დაკარგვა არის ადვილი, მაგრამ... მოძებნა გაგიჭირდება...


მიდი .. მიდი მიმატოვე , წადი სხვასთან , მაგრამ რომ მობრუნდები მე შენი აღარ ვიქნები... : ) რატომ მობრუნდები? იმიტომ რომ ვერ შეგიყვარებს სხვა ჩემსავით...


მადლობა, რომ გამიღიმე.. ახლა ჩემი დღე გაცილებით ლამაზი იქნება... ☺


როდესაც გოგო ბიჭს ასმენინებს მუსიკას, ესეიგი ამ მუსიკაში ის სიტყვებია, რისი თქმაც მას ბიჭისთვის უნდა.. ♪ ♫ ♩ ♬