Thursday, March 8, 2012

ქალის სურნელით მოდის გაზაფხული...**))







ძვირფასო მეგბრებო! აი დადგა გაზაფხულის ყველაზე ნაზი და დახვეწილი დღესასწაული 8 მარტი. და აი ამ დღეს ჩვენ გვსურს ქალბატონები დავმუხტოთ დადებითი ემოციებითა და სურვილებით. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულსა და სიხარულს.გაზაფხულის პირველი თვე ქალბატონების უმეტესობას განსაკუთებით უყვართ, რადგან 3 მარტი დედის დღე, ხოლო 8 მარტი, ათწლეულების ტრადიციით, ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება,
 
 საქმე ის არის, რომ ახლა 8 მარტის დღესასწაულს მნიშვნელოვნად ერთი მხრივ ისინი  მიიჩნევენ, ვინც ამ დღეს ყვავილების ჩუქებას ან მიღებას მიეჩვია, ხოლო მეორე მხრივ – ვისთვისაც აღნიშნულ დღესასწაულს იდეოლოგიური მიზნები აქვს. 
ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერება და ულევი სიხარული არ მოკლებოდეს პირველ რიგში ჩემს თავს და შემდეგ ყველა ქალბატონს <333
ჩემს გოოგონებსაც მივულოცავ მიყვარხართ ბავშვებო <333



*_*...8 მარტი...*_*

No comments:

Post a Comment