რჩევები...**))



                                            ნაწნავი..*)) Braid..*))
 

ნაწნავი წელს ძალიან აქტუალურია ყველა ასაკის გოგოს თმა ჩაწნილი აქვს და ძალიან უხდება ...*)) თან ძალიან Fashion ვარცხნილობაა... ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს თემე შემერჩია დღეს..*)) 


                                                      * * * 

                                   Fashion...Fashion & Fashion...*))

ჩვენი ბლოგის მთავარი თემაა fashion...რა უნდა გავაკეთოთ რომ თინეიჯერულად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ??? გოგოების 80% სარკის წინ ,მთელი დღის განმავლობაში დაახოებით 3_4საათს ატარებს...იმიტომ რომ რთულია ჩვენთვის სასურველი ტანისამოსის არჩევა!იმისათვის რომ ჩვენი არჩევანი დიდი იყოს საჭიროა 2კვირაში ერხელ განვანახლოთ ჩვენი გარდერობი...ფსიქოლოგების დასკვნით shopping-ი ამშვიდებს ადამიანს...
როდესაც shopping-ზე მივდივართ აუცილებელია გადავხედოთ ამ კვირაში რა არის უფრო აქტუალური...ასევე სასურველია რამოდენიმე აქსესუარიც თან გამოვიყოლოთ...მაგალითად:ამ კვირაში ყველაზე აქტუალურია „რეზინის“ მაჯის საათები...და ასეთი რეზინის აქსესუარები...**)) 
გოგონები ჩაცმულობის მიხედვით 2 ფენადაა დაყოფილი : სპორტული ჩაცმულობის და შედარებით კლასიკური . სპორტული გემოვნების გოგონებისთვის აქტუალურია კედები... ძირითადათ CONVERSE ან SUPRA ... ლასიკური ჩაცმულობის გოგონებისათვის : ძირითადად გაყიდვაშია ეგრეთწოდებული „ბალეტკები“ და „სანდლები“... ასევე ჭრელი , მოკლე ,საზაფხულო კაბები, ჯინსის შორტები...   ზაფხულის დასაწყისში ძალიან აქტუალური იყო Ray Ban…მაგრამ ამ დროისთვის დიდი მოთხოვნაა LENNON-ებზე მაგრამ მე ორივე ძალიან მომწონს ..*))

                                                      * * * 


                         კომბინიზონები-2011 წლის ახალი ტენდენცია...**))

კომბინიზონები-2011 წლის ზაფხულის ახლი ტენდენცია.კომბინიზონი შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტულია.არ გჭირდება წვალება და ფიქრი რა ჩაიცვა შარვალზე,.უბრალოდ ჩაიცვი კომბინიზონი და შეუხამე აქსესუარი.ხშირად კომბინიზონებიჰაეროვნებით გამოირჩევიან.მაგრამ არა ყველა.
ნახეთ მაგალითები კოლექციებიდან და სელებრითების მაგალითზე.
კოლექციები ..*))
                                                 სელებრითები 


                                                     * * *

                      რა ჩავიცვათ ზაფხულის ცხელ დღეებში...**))
                                                 იახტაზე
იახტაზე უბრალო ნივთების ადგილი არ არის,შეარჩიეთ დრაპირებული მთლიანი საცურაო კოსტუმი,რომელიც ელეგანტურ ბოდეს უფრო ემსგავსება.მას მოუხდება თვლიანი სამკაულები და "კატის თვალების ფორმის" სათვალე და გრძელი მოსასხამი.


                                                           პლაჟზე
პლაჟი მორცხვობის ადგილი არ არის!ამიტომ შეარჩიეთ მკვეთრად მოხატული საცურაო კოსტუმი და ასეთივე ხალისიანი ფერის აქსესუარები შეუხამეთ.მაგალითად,დიდი ყვავილით დამშვენებული ღია ფეხსაცმელი,მძივი,რომელიც შეგიძლიათ მაჯაზეც დაიხვიოთ სამაჯურის ნაცვლად და შლიაპა.

                                                   დისკოთეკაზე
დისკოთეკაზე გამოგადგებათ მინი-კომბინიზონი,რომელიც წლის ჰიტია.მინიკომბინიზონი სასურველია ერთი ფერის იყოს,ის არც მოძრაობას ზღუდავს რუჯსაც მომგებიანად წარმოაჩენს.
მასთან ერთად ოქროსფერი აქსესუარები და ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სექსუალურ იერს შეგძენთ.

                       
                                                      რესტორანი 
თუ ზღვისპირა ქალაქში რესტრანში რომანტიულ ვახშამზე ხარ დაპატიჟებული ერთი ფერის ფურჩალებიანი კაბა რამდენიმე წყება მძივი,მკვეთრი ფერის ქლათჩი და ფერადი ფეხსაცმელი არაჩვეულებრივ ლუქს ქმნის.




 



                                                   * * * 

                                   მოდა პუტკუნა გოგონებისთვის**))

მერე რაა რომ ყველა გოგონას პარამეტრები არ არის 90 60 90..? ამისთვის არ უნდა ჩავვარდეთ დეპრესიაში. მოდი, ერთი წუთით დაივიწყე ყველაფერი: დიეტები, გამყიდველი გოგონა, პატარა ზომის ტანსაცმელი და ყურადღებით წაიკითხე ის, რასაც მე გირჩევთ..**)) 
შარვალი

მერე რა, რომ შენი მეგობრები ძალიან დაბალწელიან შარვლებს
ატარებენ და შენც ამასვე გირჩევენ?! მათი ხერხემალს აკრული
მუცელი ამას იტანს, მაგრამ შენი აღნაგობისთვის, არა მგონია,
ასეთი შარვალი იდეალური იყოს.

მე გირჩევთ, რომ უპირატესობა ე.წ. საშუალოწელიან, ტანზე

მომდგარ შარვალს მიანიჭო, ოღონდ ასეთ შარვალზე სასურველია,
გრძელი, ოდნავ ფართო ბლუზი ჩაიცვა. ასე მშვენივრად შენიღბავ
კილოგრამებს და თავდაჯერებულიც იქნები.

ქვედაბოლო

გრძელი და ფაშფაშა?

არავითარ შემთხვევაში! ასეთ ქვედაბოლოში სუპერმოდელიც კი ოდნავ
გაპუტკუნებული გამოჩნდება.
აი სულ სხვაა მიდი, წელში ნახევრად გამოყვანილი ქვედაბოლო.
გეთანხმები, ასეთი ტანსაცმელი შეიძლება ძალიან მოდური არ არის,
მაგრამ სამაგიეროდ კლასიკურ პიჯაკთან ერთად, მინიმუმ 5-6
კილოგრამს “მოგაპარინებს”

ბლუზი

ვიცი, რომ მოტკეცილი ტოპები ძალიან მოგწონს, მაგრამ..
მე გირჩევ, განიერი და კისრიდან დაშვებული ბლუზები ატარო. ჯერ
ერთი მოდურია და მეორეც: შენი სხეულის პრობლემური ნაწილები არცერთ
კეთილისმსურველს თვალში არ შეეჩხირება.…

აი ეს არის ჩემი რჩევა რაც ძალიან მინდა რომ გაითვალისწინოთ..**))

                                                         * * *  

                            ფეხსაცმელი ყველა სიტუაციისთვის..*)
 

ფეხსაცმლის სწორად არჩევა ადვილი არ არის მას დიდი დაკვირვება სჭირდება მაგალითად მე ფეხსაცმელს იმის გათვალისწინებით ვარჩევ თუ რომელ ტანსაცმელს მოუხდება სანამ საყიდლად წავალ ჯერ ჩემს გარდერობს გადავხედავ და შემდეგ თამამად შემიძლია არჩევა, წელს აქტუალური იყო ე.წ "ბალეტკები" ყველა ასაკის გოგოს ამშვენებს ...*)) 
თუ ყოველდღიური ფეხსაცმელების შეძენა გსურთ და ამასთანავე დღის განმავლობაში დიდხანს გიხდებათ ფეხით სიარული, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ პრაქტიკულ ფეხსაცმელებზე, ნეიტრალური ფერის და დეკორატიული დეტალების გარეშე, რომელთაც ექნებათ არაუმეტეს 2-4 სმ სიმაღლის ქუსლები. 
ყოველდღიურად სახმარად ასევე არასასურველია სქელი პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელებიც. ასეთი ფეხსაცმელები არ არის დრეკადი და სიარულის დროს ძალიან ღლის ფეხებს ჩემი ასაკის გოგონებს ძალიან იზიდავს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები რაც ძალიან არ შეიძლება ის ფეხს ამახინჯებს და კუნთებს აჩენს ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის ბავშვის ფეხზე ძალიან ცუდად ჩანს(ძალიან თხელ ძირიანი ფეხსაცმელიც არ არის მიზანშეწონილი) 
ფეხსაცმელისათვის საუკეთესო მასალას წარმოადგენს ტყავი. სანამ ჩაიცმევთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბუნებრივი მასალებისაგან არის ფეხსაცმელი შეკერილი. ძირები უნდა იყოს რბილი და მოქნილი..  რომ გაგვიადვილდეს სიარული და კომფორტულადვიგრძნოთ თავი..!და ბოლოს, გადაწყვიტეთ რამდენი ფულის დახარჯვას აპირებთ ამ სიამოვნებისათვის. თუ თქვენ ეძებთ ხარისხიან და გამძლე ფეხსაცმელებს, რომლებიც უნდა გემსახუროთ არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, არ დაიშუროთ ფული მის შესაძენად და მიაშურეთ კარგ მაღაზიას. ეს არის რაც მე დღეისთვის მოგიმზადეთ..*)) 
 
                                                       * * * 

                      მზადება სკოლის დაწყების დღეს...*))

ეს თემა ახლახან ვნახე http://angel.ge/ -ზე  ჩემი ერთ ერთი საყვარელი საიტია სადაც ვეცნობი სიახლეებს და დღესაც გადავაწყდი ამ თემას და მეც გადავწყვიტე ჩემებური შეხედულება და აზრი გამეზიარებია თქვენთვის..**))
სკოლის პერიოდში ანუ როცა სკოლა იწყება ყველა ვემზადებით განსაკუთრებით კი გოგონები..(ყველაზე განსაკუთრებულად კი მე ) :D
ყოველთვის ვცდილობ  ყველასგან გამორჩეული ტანსაცმელი შევიძინო იმასაც ვითვალისწინებ რა ფერები რა ტანსაცმელია წელს სეზონზე მოდაში და ამის გათვალისწინებით ვცდილობ შევარჩიო..**)) ახლა ძალიან ვღელავ და ვწუხვარ რომ რა ვიყიდო ..**)) 
                                          გამორჩეული..**))
ვცდილობ ვიყო განსხვავებული და გამორჩეული შეიძლება ეს ცოტა უხეშად იყოს ნათქვამი მაგრამ მე ამაში ვგულისხმობ რომ მე ვარ მე და არ ვგავარ სხვას..*_* ბევრ ჩემს ნაცნობს მეგობარს ვეკითხები თუ რას იცმევენ 1 დღეს ისინი მპასუხობენ ნუ უმრავლესობა მპასუხოვს რომ გახეხილი და დახეული ჯინსებით მაგრამ ასე არ მიმაჩნია...**)) არც  ის მიმაჩნია დადებითად თეთრი პერანგით მისვლა ყოველ წელს ასე დავდიოდით ხოლმე და ახლა ცვლილებების მოხდენა არმოგვიტანს ზიანს რადგან უნდა 
იყო ინდივიდუალური, თითქმის მთელი დღის გატარება სკოლის ეზოში მოგიწევს, თანაც სკოლა ხომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იწყება, შენს კლასში ახალი ბავშვები გადმოდიან, მათზე ხომ უნდა მოახდინო დადებითი შთაბეჭდილება, გარდა ამისა შენივე კლასელების ნაწილი კარგა ხნის უნახავი გეყოლება და აუცილებელია დახვეწილად, ელეგანტურად და გემოვნებიანად გამოიყურებოდე.
შეიძლება რაც ახლა ვთქვა შეუძლებელი იყოს მაგრამ ასეა ჩვენი  გარეგნობით ჩვენი ხასიათის გაგება შეგვიძლია ამიტომ მაქსიამლურად უნდა ვეცადოთ დადებითი განწყობა, ენერგია და თვისებები წარმოვაჩინოთ..**))

                                       გაითვალისწინეთ..!!!*))
შეიძლება ზაფხულში ხშირად ვიცმვდით შორტს ფერად მაისურებს ანუ რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს...!
 მაგრამ მკვეთრი განსხვავებაა სტილში, შენ შეიძლება ეს მოგწონდეს კიდეც, მაგრამ შეიძლება ცალ-ცალკე მათით იმდენად გატაცებული იყო რომ ეს ვერც შეამჩნიო. სკოლის პირველი დღე კი კი ის დღეა როცა აზრი სხვასაც უნდა ჰკითხო. კარგი იქნება თუ ამას ჰკითხავ შენზე შედარებით უფროს ადამიანს: ძმას, დას, მეგობარს... თუ შენ აპირებ ჩაიცვა პიჯაკი, მაშინ ის პერანგზე მოირგე, თუ შენ აპირებ ჩაიცვა ფერადი მაისური, თამამდ შეუხამე იმავე ფერების შორტი ან შარვალი,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელსაც არ არიის მიზანშეწონილი როდესაც პატარა ბავშვი ნუ ჩემი ასაკის მაღალ ქუსლებზე შედგება ეს მისი და მისი ოჯახის წევრების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს ულება ავუკრძალოთ შეგვიძლია რომ ვურჩიოთ და დანარჩენი მასძეა გაითვალისწინებს თუ არა ..!!! იმათ საყურადღებოთ ვისაც კალსიკურად ჩაცმა უყვარს ჩაიცვი ტაპკები/ბალეტკები მაგრამ თუ კეტები განსაკუთრებით გიყვარს ნურც ამის მოგერიდება,
ეს სკოლაა და შენ უბრალოდ მოსწავლე ხარ. ასევე არ გირჩევდი სანდლების ჩაცმასაც. რაც შეეხება მაკიაჟს ეს ხომ ზედმეტია სკოლის მოსწავლისათვის ან შეიძლება მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთო ოღონდ ისე არ გააკეთო რომ ქალს დაემსგავსო. თუ უფროს კლასელი ხარ შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ...*)). მაგრამ თუ ხარ 8 კლასზე დაბლა მაშინ სასურველია პარფიუმერიით თავი არ შეიწუხო. შენ შეგიძლია ყურადღება ვარცხნილობაზე ან აქსესუარებზე გადაიტანო. აქსესუარები არ უნდა იყოს ძალიან ბევრი. სკოლისთვის ეს ასევე მიუღებელია, თუმცა თუ შენ თვლი რომ შენს სკოლაში ეს მიღებულია მაშინ შეგიძლია თამამად აისხა ის რაც გინდა.


კარგი იქნება თუ რაიმე განსხვავებულ ვარცხნილობას გაიკეთებ, ისეთს როგორსაც იშვიათად გამონაკლის დღეებში იკეთებ ხოლმე. მაგრაკმ მე არ ვგულისხმობ სადღესასწაულოდ სალონში დავარცხნილ თმას, უბრალოდ ლამაზი და ორიგინალური ნაწნავი უკვე საკმარისია, ან შეგიძლის თმა უბრალოდ გაიშალო.**))

მე წინასწარ ვემზადები ამ ყველაფრისთვის შენცგირჩევ ასე გააკეთო.. გადი ქალაქში რამოდენიმე მაღაზიას ესტუმრე ან ბაზრობაზე შეარჩიე რამე მაგრამ არ იყიდო იმიტომრომ შეიძლება შემდეგ უფრო კარგი და ხარისხიანი ტანსაცმელი მოგეწონოს მაგრამ ფული აღარ გქონდეს ამიტომ ნუ იჩქარებ..**))
ინტერნეტშიც შეიძლება გადააჭყდე რამე საინტრესოს..**))

 შეიძლება ცოტა დიდი ტექსტია მაგრამ ღირს წაკითხვა...**))

                                               * * * 

                                               პიკნიკისავით...**)) 

 მოკლედ თავიდან ნიუსისთვის მხოლოდ სურათების დადებას ვაპირებდი, მაგრამ
მასე რაღაც ძალიან მშრალი ნიუსი გამოდიოდა. ამიტომ ეს რჩევებიც მოვაყოლე.
არ ვიცი რამდენად კარგი რჩევებია ან როგორი გამოვიდა მაგრამ ჩემთვის მთავარი
ისაა, რომ იდეა მოგაწოდეთ ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევით :)


✔ აარჩიოთ ადგილი, სადაც შეძლებთ პიკნიკის მოწყობას. ადგილი რა თქმა უნდა 
უნდა იყოს მწვანე გარემოში, იქ სადაც მყუდროებაა. მგონი ახლა სადაც არ უნდა
იყოთ მოძებნით მსგავს ადგილს და გაემზადებით პიკნიკის მოსაწყობად

✔ ვისთან ერთად წახვალთ? მეგობრებთან ერთად ნამდვილად არაჩვეულებრივი
იქნება. ან მარტო გოგოებთან ან მარტო ბიჭებთან ან ორივესთან ერთად. თუმცა
იმაზეც ნუ იტყვით უარს თუ ოჯახის წევრებთან ერთად მოგიწევთ წასვლა. ამ
შემთხვევაშიც კარგად მოილხენთ. მოიცა.. მოიცა.. და იქნებ შეყვარებულთან 
ერთად ? მოკლედ.. ამის გადაწყვეტა ადვილია და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.

✔ რა თქმა უნდა დაგჭირდებათ კარგი მენიუს შედგენა. კარგში იგულისხმება არა
ყველაფერი საუკეთესო და ძვირადღირებული, არამედ იქ წასაღებად მოსახერხებელი.
მაგალითად თქვენ საშუალების მიხედვით შეგეძლებათ წაიღოთ სამწვადე, მისი
შეწვის პროცესი ხომ ცალკე გართობა იქნება. ან წაიღოთ პიცა და მსგავსი მშრალი
საკვები. ბოლოს კი თან მიაყოლოთ სხვადასხვა ტკბილეული, პეჩენიები ან
მარილიანი ჩხირები. მოკლედ მენიუც დაკვირვებით შეადგინეთ. თუ ყიდვის
საშუალება არ გექნებათ მაშინ თქვენით მოამზადეთ სახლში. ამას ჩემს მაგალითზე
გეუბნებით, მეც გამიკეთებია ასე.. კარტოფილის შეწვა და მსგავსი რაღაცეები ალბათ ყველამ იცის

✔ თქვენ აუცილებლად უნდა გეცვათ მოხერხებულად, ყველაზე სპორტულად და თან
უნდა წაიღოთ ჩანთა (ყველამ) და წამოიღოთ თქვენი რაღაცეები, მაგალითად ციფრული
და ა.შ. ასევე არ დაგავიწყდეთ რაიმე დასაგების წაღება.. 















               
      

     

   

            

                                                            * * *      

                                          ბევრი დავალება ?!....**)) 

         

სულ ცოტა ხანი დარჩა სკოლის დაწყებამდე სულ რაღაც 5 დღე და ამის გაფიქრებაც არ მინდა :ს :დ მაგრამ მე ხომ ვერაფერს შევცვლი ამასთან ერთად დავალებებიც შესასრულებელი, ბევრი სამეცადინო და რავიცი მრავალი სხვა ამიტომ ვისაც უჭირს დავალებების შესრულება მოგიმზადეთ რამოდენიმე ხერხი მე მაგალითად ზოგიერთი მართლაც მშველის ზოგიკი გადმოვაკოპირე :პ იმედია მაპატიებთ მაგრამ ეს უცნობია და არავის გეცოდინებათ...**))
აი ამიტომ გადავწყვიტე ამ ნიუსიის დადე იმიტომ რომ ყველას გვაწუხებს ეს პრობლემა დავალება..**)) :Xxx

იცით თუ არა რომ ახლანდელი დავალება 50% -ით (და უფრო მეტითაც) მეტია იმ დავალებებზე რომლებსაც სამოციან, სამოცდაათიან წლებში აძლევდნენ?1) პირველი რისი გაკეთებასაც გირჩევთ არის ის, რომ შეარჩიოთ ერთი ადგილი სადაც იმეცადინებთ, ანუ ადგილი არ უნდა იცვალოთ ყოველ დღე.
                                                         

2) შემდეგ ამ ადგილს მოაშოროთ ზედმეტი "ხარა-ხურა” რაც ყურადღებას დაგიფანტავთ.


3) კარგი იქნება თუ იმეცადინებთ მზის შუქზე (თუ შესაძლებელია), რადგან გამოკვლევებით დადგინდა, რომ ახალგაზრდები მზის შუქზე უფრო მარტივად მეცადინეობენ.(ზოგი გამით მეცადინეობას ამჯობინებს მაგრამ ცუდია ...**)) ნუ მე გირჩიეთ და თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება ამით ხომ არაფერს დაკარგავთ...**))

4) უსმინეთ მუსიკას. ზოგი ამბობს რომ მუსიკა არ შეიძლება, მაგრამ პირიქითაა, მეცადინეობისას შენი საყვარელი მუსიკა გაგამხნევებს და ტვირთს შეგიმსუბუქებს(მე არ მიშლის მუსიკა ხელს არ ვიიცი ვისთვის როგორ არის...**))

     
    
5) თუ დიდი დავალება გაქვთ, მაშინ ბლითი ან ფუნთუშა მოიდეთ გვერდით და შეჭამეთ, რადგან ეს დაგამშვიდებთ და მოგხსნით დაღლილობას (ცოტათი მაინც)(მე ეს მშველის..***)) :დ 

6) შეისვენეთ. თუ ფიქრობთ რომ შესვენება ტყუილი დროის ხარჯვაა, შემცდარხართ. 15 წუთში ერთხელ მაინც შეისვენეთ. კარგი იქნება თუ ღრმად ისუნთქებთ. ეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ დაღლილი არ ხარ (გონებას დასვენება არასდროს აწყენს)...**))

7) თუ გიჭირთ რაიმე გაკვეთილის დამახსოვრება, მთავარი ნაწილები ჩაინიშნეთ (მაგ.: "ურდუს ანბანში შედის 38 ასო”)


 
        

იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები წარმატებებს გისურეებთ...**)) !!! <3 

                                              * * * 

                                     მარტოობა მარაზმია…**)) <3

მარტოობა მარაზმია…
მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც ის არ უფიქრდება მარტოობის განცდას, აღარც არის მისგან შეწუხებული, მაგრამ ასეთი ადამიანები პირადად მე არ შემხვედრია. მარტოობის სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ, ხელოვანებს ვინაიდან მათთვის მარტოობა – თავისუფლებაა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა.|
    

ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები ისევე დაგეხმარებათ თქვენ (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ)|

1. უპირველეს ყოვლისა აღიარეთ თქვენი თავის წინაშე, რომ : “დიახ! ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ვარ! თავსაც ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობ. არ მომწონს ასეთი მდგომარეობა და მზად ვარ, რომ ცვლილებების გზას დავადგე და ვიცი, რომ მეყოფა ძალა და ნებისყოფა, მოვერიო დარდს და სევდას!”. ეს ბოლო ორი ფრაზა კი ეცადეთ ხშირად იმეოროთ, დღის მანძილზე.

2. არავითარ შემთხვევაში არ ვზივართ გულხელ დაკრეფილები! სასწრაფოდ გვჭირდება საქმე და შრომა, ამის შესაძლებლობას კი ჩვენი სახლი თუ ბინა, ნამდვილად გვაძლევს. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ადამიანი შრომაში იხარჯება და პოულობს შვებასო.|



3. მუშაობას თუ დალაგებას აუცილებლად შეუფერეთ სიმღერა! იმღერეთ, ხმამაღლა და შეუჩერებლად. დაარღვიეთ სიჩუმე და სიმღერის საშუალებით დაიცალეთ ნეგატიური და უარყოფითი გრძნობებისგან.

4. როგორც ძველი ერები გვასწავლიან, ძლიერი მუსიკა, ჰიმნები, ტრიუმფალური მარშები და კლასიკური მუსიკა, ადამიანს ოპტიმისტურ განწყობას და ძალას მატებენ. სწორედ ამიტომ, სიმარტოვის და სევდის დასამარცხებლად ხშირად უსმინეთ ძლიერ სიმფონიებს და კლასიკას, რაც მრავლად არის როგორც ქართულ ასევე უცხოურ მუსიკაში.




5. შეიცვალეთ გარეგნობა: თმის ფერი, ვარცხნილობა, იმიჯი, ჩაცმულობა, სტილი, ქცევის მანერები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ საკუთარი თავი ახლებური კუთხით დავინახოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ. გაუმჯობესებული და გაბრწყინებული ადამიანი კი ყველასათვის საინტერესო და სასურველია.
6. ცხოვრება თეატრია, ჩვენ კი მსახიობები ვართ. სწორედ ამიტომ ღირსეულად თამაში უნდა შევძლოთ და ცხოვრებაში არა მეორეხარისხოვანი როლი, არამედ მთავარი როლი უნდა შევასრულოთ. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ და გაიხსენოთ ყველა ის ღირსება, წარმატება, სილამაზე და დადებითი თვისებები რაც გაქვთ. ნუ დაიმალებით და ნუ ჩაიკეტებით თქვენს საკუთარ თავში. ეცადეთ გაღიმებული და გაბრწყინებული გამოჩნდეთ მეგობრების წრეშიც, ოჯახშიც და სამსახურშიც.



7. დაივიწყეთ ყველაფერი ძველი: უსარგებლო ნივთები, ჩვევები, შეხედულებები და სტერეოტიპები. განტვირთეთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან და დატოვეთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც თბილ და კარგ მოგონებებს უკავშირდება.

8. ჩვენ ყველანი, მთელი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ დახმარებისთვის უნდა მოვიხმოთ 4 პლანეტური სტიქია – ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. არა, ეს არა ჯადოქრობა არამედ რელობაა, რომელსაც ადამიანები ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ და თანაც წარმატებულად.

• ეცადეთ სახლში ყველაზე უსაფრთხო ადგილებში დაანთოთ სანთლები ან თუნდაც ბუხარი. ცეცხლი გააქრობს დარდს და ძალას შეგძენთ.

• გააქარწყლეთ დარდი წყლის საშუალებით. მიიღეთ აბაზანა ან შხაპი და ხშირად გაიმეორეთ: `ამ წყალთან ერთად წავიდეს ჩემი დარდიც~. როგორც ცნობილია წყალი აქრობს ნეგატიურ შეგრძნებებს.

• ყოველ დილით და ღამით ძილის წინ, ღრმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, ფანჯრის წინ ან აივანზე. იყავით მადლიერი ყოველი დღისთვის რაც წარსულში გქონდათ და რაც მომავალშიც გექნებათ.

• იარეთ ფეხშიშველა სუფთა მიწაზე, სულ რაღაც 15-20 წუთით. ასეთი ადგილები კი თბილისში მრავლადაა. აირჩიეთ საბავშვო მოედანი, სუფთა სკვერი, მოვლილი ეზო და თამამად შეიგრძენით მიწა შიშველი ფეხებით. მიწა მოგცემთ ძალას და განგტვირთავთ უარყოფითი ემოციებისგან.



9. ესაუბრეთ თქვენს თავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გააცნობიეროთ უმთავრესი ფაქტორი: “მე ჩემი საკუთარი თავი მყავს”. ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე, ოცნებებზე, მიზნებზე. ერთი სიტყვით გააცნობიერეთ, რომ თქვენ საკუთარი შინაგანი “მე” გყავთ და იმეგობრეთ მასთან.

10. დახმარებისთვის ვიხმობთ ფერების თერაპიას! დახუჭეთ თვალები და დააკვირდით რა ფერს ხედავთ. შესაძლებელია ეს ეგრევე არ გამოგივიდეთ. ასეთი ვარჯისები დეპრესიის დამარცხების და ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალებაა.




11. დავიხმაროთ სურნელებიც. არომათერაპია ერთ-ერთი უძველესი და სასარგებლო მეთოდია დეპრესიის წინააღმდეგ. შეიძინეთ ახალი სუნამოები და ასევე ოთახის `სპრეი დეოდორანტები~. დაე თქვენს სახლში სასიამოვნო, კრისტალური და გამოცოცხლებული სურნელი ტრიალებდეს.

12. ჩაეწერეთ სხვდასხვა კურსებზე, იქნება ეს უცხო ენების, საჭმლის მომზადების, ცეკვის, მანქანის მართვის თუ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესასწავლი კურსები. ასეთი ადგილები დაგეხმარებათ უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობის დამყარებაში, მეგობრების შეძენაში, ცხოვრების გახალისებაში და უბრალოდ სიმარტოვის დავიწყებაში.



13. მოამზადეთ სადილი და სტუმრად მოიწვიეთ ახლობლები. თუ დასაპატიჯებელი არავინ გყავთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწვიოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდითაა – მეზობელი. შეიძლება მას ადრე ვერ ამჩნევდით, მაგრამ, ერთობლივი სადილის შემდეგ თავისუფლად არის შესაძლებელი დაახლოვება და დამეგობრება. თუ ასეთი ორმხრივი ვიზიტები ხშირი იქნება, ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.

14. გახდით მოთხოვნადი. ეს არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გამოაქვეყნეთ განცხადება წრის შექმნის შესახებ ისეთი ბანალური სათაურებით როგორიცაა: `სასოწარკვეთილი დიასახლისები~; `1000 რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამდიდრდე~; `როგორ მოვიცილოთ არასასურველი თაყვანისმცემლები~ და მიუთითეთ თქვენი ტელეფონი. ამის შემდეგ კი ზარები თქვენს ნომერზე ნამდვილად არ შეწყდება. ქალები ყოველთვის ინტერესდებიან ასეთი საკითხებით. მართალია, პირადად მე ეს მეთოდი არ გამომიყენებია. თუმცა, მსმენია, რომ ეს საკმაოდ პრაქტიკული, სასარგებლო და სახალისოა.




15. შეადგინეთ თქვენი გართობის სია: გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის ყურება და ინტერნეტი ამ სიაში არ შედის. გართობა მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში უნდა შეძლოთ. წადით კინოში, თეატრში, ოპერაში თუნდაც მარტო. დაათვალიერეთ მუზეუმები, გამოფენები და ჩვენი მშვენიერი თბილისის უამრავი თავლსაჩინო ადგილი და დღის ბოლოს, დაღლილი და დაქანცული, თუ კაფეში ან რესტორანში მოითქვამთ სულს და თუ ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცი ეცდება თქვენს გაცნობას, რა თქმა უნდა უარს არ იტყვით.

16. გაემგზავრეთ უცხოეთში და შორეულ ქვენებში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ მოგზაურობა უცხო ქვეყნებში დარდს და სევდას სასიკვდილოდ ამარცხებს. მიენდეთ ბედს და დატკბით ცხოვრებით. როგორც ცნობილია მოგზაურობის დროს შემდგარი მეგობრობა, არა ერთხელ გადაზრდილა სასიყვარულო ურთიერთობაში.



17. დაეხმარეთ თქვენს ტვინს და ავარჯიშეთ ის რაც შეიძლება ხშირად. ისწავლეთ 1 ლექსი დღეში. თუნდაც, პატარა და სახალისო. ასევე შეგიძლიათ იკითხოთ საინტერესო წიგნები. კარგი ლიტერატურის კითხვა, ერთ-ერთი კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის.

18. დარგეთ ყვავილი ან მცენარე. მოუარეთ, ესაუბრეთ და უმღერეთ მას და იცოდეთ, რომ მას ყოველი თქვენი სიტყვა ესმის. გაეცით სიყვარული და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ამის შემდეგ კი მიხვდებით, რომ სიმარტოვისგან არა მხოლოდ ადამიანი შველის ადამიანს, არამედ ცოცხალი არსება ცოცხალს
.
 




19. შეიძინეთ ძაღლი, კატა ან სხვა ნებისმიერი შინაური ცხოველი. ჩემივე გამოცდილებიდან გარწმუნებთ, რომ ცხოველები გვიხალისებენ, გვიადვილებენ და გვილამაზებენ ცხოვრებას და ასევე გვავიწყებენ მარტოობას.
20. ბოლო და ყველაზე მთავარი. რა უნდა ახსოვდეს იმ ადამიანს, რომელიც მარტოა? ის, რომ მის გარშემო ასევე ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანია, რომლებსაც სითბო, ყურადღება და სიყვარული თანაბრად სჭირდებათ. ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს სიმარტოვისგან განთავისუფლებას, ზოგიერთი კი თქვენს დახმარებას ელოდება. გაუწოდეთ მათ ხელი და დაინახავთ, რომ აღარც თქვენ ხართ მარტო. უბრალოდ უნდა გაბედოთ ნაბიჯის გადადგმა.
    

ოსკარ უაილდმა ბევრ სხვა სიბრძნესთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო აფორიზმი დაგვიტოვა, სიმარტოვის შესახებ: “საკუთარი თავის შეყვარება, ეს იმ რომანის დასაწყისია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს”. შეიყვარეთ თქვენი თავი და თქვენ მარტო აღარასოდეს იქნებით.
იმედი მაქვს ეს ნიუსი ბევრს გამოგადგებათ და მე ნასიამოვნები დავრჩები..**))
 
შეიძლება ზოგმა იფიქროს რა სისულელეა ეს ნიუსიო მაგრამ ეს ზოგს გამოადგება..**))
ესეც რომ არა ეს პირადი ბლოგია :P..**))
წარმატებებს გისურვეებთ...**))  
 
 


                                                                   * * *

იმედია დაგაინტერესებთ  წაიკითხავთ და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს...**))
მიყვარხართ ჩემო მკითხველებო...**))
                                                          
 

No comments:

Post a Comment