Wednesday, November 30, 2011

წამი რომელიც ჩვენია.**))


                 



წამი ,რომელიც საუკუნეს უდრის.
წამი ,რომელიც არასდროს გვინდა დასრულდეს.
წამი,რომელიც ყველაზე ტკბილ მოგონებად რჩება ჩვენში.
წამი ,რომელიც  არასდროს დაგვავიწყდება.
წამი,რომელიც სულ ჩვენთან ერთად იქნება.
წამი,რომლის გახსენებაც ყველაზე რთულ მომენტშიც კი გვეღიმება.
წამი,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიყვარს .
წამი,რომელიც ჩვენია.
წამი,რომელიც გვგონია ,რომ მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის.
წამი,რომელიც დალექილია ჩვენში .
წამი,რომელიც გვინდა დაბრუნდეს.
წამი,რომელიც ჩვენთვის ყველაფერია.
წამი,როდესაც უბედნიერესები ვიყავით.
წამი,რომელიც ყველასგან გამორჩეულია.
წამი,რომელსაც არაფერი სჯობს.
წამი,რომელსაც არავის ვუმხელთ.
წამი,რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ .
წამი,რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.
წამი,რომელიც ერთადერთია და ამიტომ არის ჩვენთვის ძვირფასი.
წამი,რომელიც ვიცით ,რომ აღარ განმეორდება და ამიტომ ვუფრთხილდებით მოგონებებში .









წამი,რომელიც ჩვენია.

გაციება და მისი შედეგი...**((

ზამთრის პერიდია და ამ დროს ყველაზე მეტად ეს ვირუსი მატულობს ... შედეგად კი ვიკეტებით სახლში და გვეკარგება ყველაფრის ხალისი ..
წონაშიც ვიკლებთ რადგან გვეკარგება ჭამის მადა ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე გამიგია გოგონები რომლებსაც გახდომის გზით ძალით გაუციებიათ თავი მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს პირიქით მის თავს მიაყენეს დიდი ზიანი ...**



ახლა ძალიან გაციებული ვარ (( ჩემმა ჩაცმამ გამოიწვია ნუ ახლა ვისწავლე ჭკუა და ცოტა სქლად ვიცმევ მაგრამ ახლა აღარ მშველის...((
სკოლაში ხვალლ როგორ მეზარება წასვლა მაგრამ ჩემს მაგივრად არავინ ისწავლიის :DDD))
თან საკონტროლო წერა მაქვს გაცდენებზეც ერთი ამბავია მოკლედ მომიწევს ისევ სკოლაში წასვლა მაგრამ (ისევ მაგრამ :DD) იქ ისეთი ხმაური იქნება მომიწევს ადრიანად სახლში წამოსვლა..ახლა ეს ამ პოსტის დაწერის თავი არ მქონდა მაგარამ სულ ჩაკვდა ეს ბლოგი ნორმალური პოსტი კაი ხანია არ ღირსებია...**)) მაგარამ გამოვასწორებ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული თავს მოგაბეზრებდით ყოველდღე ახალ-ახალი და საინტერესო პოსტები მექნებოდა დროს როცა გამოვნახავ კი არადა დარწმუნებული ვარ გამოვნახავ აუცილებლად განვახლებ წერას <33 მიყვარხართ ჩემო ერთგულო მკითხველებო ..იმედია მალე გამოვჯანმრთელდები და ისევ აქტიიური ვიქნები...**))) <33

Sunday, November 20, 2011

შეცდომას გამოვასწორებ..**))

ჩემო ერთგულო მკითხველებოო ..(( დიდი ხაანი არ დამიწერია პოსტი ნუ წინა ანალოგიური მობოდიშებიდან და ტექსტეიბდან გეცოდინებოდათ მიზეზი და ეს მიზეზები უცვლელია ამიტომ გარკვეული დრო ვერ დავწერ პოსტებს...**))
ნუ გამოვასწორებ რათქმაუნდა და ისევ აქტიურად გავაგრძელებ წერას არ მოგაწყენთ<333
მიყვარხართ ჩემო ერთგულო მითხველებოო <333

Sunday, November 13, 2011

შეგიძლია....**)) თუ გჯერა...**))...?





ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც ოცნების კოშკებს აწყობს და მის მომავალს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს. მეც მქონია ასეთი  პერიოდი, და იცით იქიდან რა ვისწავლე?? რათქმაუნდა იმ კოშკებს ჰაერში ვერ ააგებ, იმას საძირკველიც უნდა და ჩემთვის ეს საძირკველი პირველ რიგში რწმენაა...**))

*_*შეძლებ… თუ გჯერა...*_*

ჩემი აზრით თუ ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია, მას უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნება მთელი ცხოვრების მანძილზე. მე ყოველთვის ვამბობ რომ თუ გჯერა,და თუ მონდომებული ხარ, მაშინ არაფერია შეუძლებელი, მაგრამ რათქმაუნდა ოპონენტები აქაც მყავს.. ისინი ამბობენ რომ ყველაფერს ვერ შეძლებ. თქვენ როგორ ფიქრობთ??? მე არ ვამბობ რომ ადამიანმა რწმენით მზის ან მთვარის მოწყვეტა ინატროს. მე რწმენაში ვგულისხმობ საკუთარი შესაძლებლობების ძირფესვიანად ცოდნას. თუ იცი რა შეგიძლია, თუ გჯერა რომ შენ მიაღწევ იმას რაც გინდა, თუ ხარ მონდომებული და მზად ხარ ყველაფერი გააკეთო იმისთვის რომ მიზანს მიაღწიო, მაშინ შენ იმას აუცილებლად შეძლებ. ესეთი გზა ყოველთვის ეკლებითაა სავსე, რადგან რთულია მიაღწიო იმას რაც შენ გინდა. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ირწმუნა და ყველაფერი ბლომდე მიიყვანა… მაგრამ რატომღაც ადამიანების რაღაც ნაწილი ამ ყველაფერს უფრო პესიმისტურად უყურებს…



თქვენ როგორ ფიქრობთ, მიაღწევ მიზანს რწმენით და მონდომებით? თუ კიდევ რამეა საჭირო, ან იქნებ მართლაც შეუძლებელი და აბსურდია ყოველივე ეს :):*



რას წარმოადგენს მუსიკა ჩვენთვის...**))

ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება.  როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი ცნება?–>


ის მარტვია იმისთვის ვისაც ის ესმის. რთულია იმისთვის ვინც მას ვერ იგებს. ის ხომ ყველგანაა, უბრალოდ საკმარისია მას ყური დავუგდოთ. ზოგისთვის მუსიკა ჰობია, ზოგისთვის მოდა, ზოგისთვის კი სიცოცხლის და შთაგონების წყარო. რა არის ჩემთვის მუსიკა? – არ ვიცი, ჩემთვის ძნელია ემოციების და გრძნობების სიტყვიერად გადმოცემა. არ არსებობს თუნდაც ერთი სიტყვა რომელიც ჩემს მუსიკასთან დამოკიდებულებას აღწერდეს. მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა რომ მას მშვიდობის და არეულობის მოტანა შეუძლია, შეუძლია ატირებული გააცინოს და გაცინებული აატიროს. ის არაფერია ადამიანის გარეშე და ადამიანი არაფერია მის გარეშე. მუსიკა ყველაფერს ცვლის, თვით უკვე დადგენილსაც და შეუცვლელსაც. არ მიყვარს ოცნება, მაგრამ მუსიკამ მეოცნებე გამხადა. მუსიკა ადამიანებს აახლოებს, იმედს უნერგავს. იმედის გარეშე კი ცხოვრება შეუძლებელია. მუსიკა შთააგონებს ადამიანს ან პირიქით. არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი. ზოგიერთის მოსმენა ჩემთვისაც შეუძლებელია. მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ მელომანი. ვუსმენ რაც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას და არა იმას რაც მოდაშია. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ტელეფონში ან ფლეიერში ისეთი სიმღერები აქვს ჩაწერილი, რომლებსაც იმიტომ უსმენს, რომ თავის სამეგობროში თავი მოიწონოს. მუსიკა ხომ სათამაშო არაა? ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო რომელიმე მომღერლის ან მუსიკოსის გაკრიტიკებისას (თუ ძალიან არ შემაწუხა), რადგან ვიცი, რომ არიან ადამიანები ვისაც იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი მუსიკა გულთან ახლოს მიაქვთ და მე ვინ ვარ რომ მათი შეხედულებები გავაკრიტიკო? რატომ? მე ხომ ვერ ავიტან ვიღაცამ, რომ ჩემ მუსიკალურ გემოვნებაზე დაიწყოს ბჭობა და რაღაც (ჩემთვის) სულელური რჩევების მოცემა, რომელსაც ან გამოვიყენებ ან არა, უფრო არა.


რა არის მუსიკა შენთვის? ჰობი, მოდა თუ ის რაზეც ამდენი ვილაპარაკე? ნუთუ არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკას მდგომარეობიდან გამოუყვანიხართ სწორედ იმ დროს, როდესაც არაფერს უშველია თქვენთვის და ბოლო გზა მხოლოდ მუსიკა ყოფილა?! მე პირადად ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ჩემ მუსიკას, იმას რაც მე შემეფერებოდა და ვიპოვე, თუ თქვენც ნაპოვნი გაქვთ თქვენი მუსიკა, დამიჯერეთ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყნად **))




აი ეს სიმღერა მამშვიდებს
დაქალმა შემომთავაზა მომესმინა...**))
როდესაც არ უნდა ვიყო და რა ხასიაათზე ამ სიმრერის მოსმენის შემდეგ ვმშვიდები მოუსმინეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც შეგიყვარდებათ.,,**))




ჩემო ერთგულო მკითხველებო იმედი მაქვს არ დაიზარებთ და წაიკითხაავთ...**))
მიყვარხააართ<3

როგორი ვიყავი ადრე და როგორი ვარ ახლა...**))

მე ვარ ნიინი გაგუა ...**))მიყვარს გართობა ცეკვა სიმღერა ნუ ეს ყველა ჩემი ასაკის ბავშვს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი ასევე მეგობრებთან ერთად ისინი ჩემთვსი ყელაფერია თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ..**))
დედა მიყვება რომ პატარა რომ ვიყავი ძალიან წყნარი და ჩუმი ვიყავი ნუ არამარტო დედა ბევრი დაქალი მეუბნება :DDD))
ვიყავი ძალიან დამთმობი ნუ მოკლედ წყნარი ვიყავი ძაან და ახლა დედაჩემი მეუბნება შენ ის ნიინი აღარ ხარო ნუ რაშ გამოიხატება ეს აღარ ვარ ისეთი წყნარი ძაან ხმაურიანი და გიჟი ...და იმდენს ვლაპარაკობ რომ რავიცი :DDD )))

                                     

           

ანუ ამას ვწერ ასე როგორი ვიყავი ადრე და როგორი ვარ ახლა ...
ჩემი და სულ მჩაგვარვდა აი მაგალითად :DD)) ყოველთვის რამეს თუ დააშავებდა ყველაფერი მე მბრალდებოდა მაგრამ ახლა ყველანაირად შევიცვალე და სულ სხვა ადამიანი ვარ
ხანდახან რომ ვიკვირდები ვფიქრობ იქნებ ხომ არ შევიცვალო და სიევ ისეთი ხომ არ გავხდე მეთქი
ნუ ვცადე მაგრამ არ გამომივიდა სკოლაში სუ ვლაპარაკობ :DDD
და ერთხელ სიე ჩუმად ვიყავი ბავშვები და მასწავლებლები მეკითხებოდნენ რამე ხომ არ გტკივაო აი ეს იმიტომიყვნენ გაოცებულები რომ უკვირთ ვერ წარმოუდგენიათ როგორია წყნარი ნინი .:DDD
ამიტომ აღარ ვფიქრობ შეცვლაზე ყველას ასეთი მოვწონვარ ნუ ისეთი უფრო მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული ალბათ მეგობრებმა და დრომ შემცვალა...**))

                           

აჰა სულ ესაა :* პატარაობის სურათები უხარისხოა რის გამოც დიდ ბოდიშს გიხდით...**)) მიყვარხართ<3



დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია იმიტომ რომ ბევრი სამეცადინო თან ამას ისიც დაემატა რომ მომინდა blogspot.com_ზე გადმოსვლა აქ უფრო კარგია ამიტომ გული არ დაგწყდეთ ისევ გავაგრძელებ ძველებურად პოსტების წერას...**)) მიყვარხაართ ჩემო ერთგულო მკითხველებო...**))

Saturday, November 12, 2011

თანამედროვე ახალგაზრდების მეტყველება...**))

             

ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებულმა ამ წერილმა გამახსენა, რომ ჩვენი–განსაკუთრებით ახალგაზრდების ლექსიკა სრულიადაა შეცვლილი.  სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ წერილში გამოყენებული სიტყვებით, ის კი გვავიწყდება, რომ ქართულ ენას შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ. კარგად რომ დავუკვირდეთ, ამ წერილში ბრჭყალებით აღნიშნული თითქმის ყველა სიტყვა ინგლისურია.ჩვენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ისინიც ნელ–ნელა იკიდებენ ფეხს.  ისტორიიდან ვიცით, რომ საქართველო ბარბარიზმებისგან (უცხო ენიდან შემოსული სიტყვები)  არასდროს ყოფილა დაცული. რუსულიდან შემოსული  უამრავი სიტყვა დღესდღეობითაცაა შემორჩენილი და ძალიან გვიჭირს მათი “გაძევება”. ასეთი სიტყვებია: სპიჩკა–რომელიც ნელ–ნელა ქართული შესატყვისით–ასანთით იცვლება, სემიჩკა–რომელსაც მშვენიერი ქართული სახელი–მზესუმზირა ჰქვია, ფეჩი–რომელსაც ქართულად ღუმელი ჰქვია,  ლამპა–ჭრაქი, სტოლი–მაგიდა, ზმეიკა–ელვა შესაკრავი, შნურუკი–თასმა, ჰალსტუხი–ყლინჯი, პოლი–იატალი და სხვა მრავალი. საკუთარ მეტყველებას რომ გადავხედოთ, ამ სიტყვებს ყოველდღიურად  ვიყენებთ, ამიტომ ძალიან დიდი საშიშროებაა იმის, რომ ინგლისური სიტყვებიც სწრაფად დაიმკვიდრებს ერთ–ერთ მნიშვნელოვან ადგილს ჩვენს ლექსიკაში. მრავალი მათგანი ხომ უკვე გამოიყენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში...(ჩემი ასაკის და არა მარტო..)
შირია ფრაზები: რატომ “დაილოსტე”?  როგორი “ლაკოსტა” ქალია :) ,  “დამიქოლინგე”, რა არის “ნიუსი” შენსკენ? “დაალაიქე” და სხვა .  ასე რომ, მინდა მოგიწოდოთ ახალგაზრდებო: როცა რაიმე უცხო სიტყვას გამოიყენებთ თქვენს ლექსიკაში, გახსოვდეთ, რომ მას მშვენიერი ქართული შესატყვისი აქვს...**))
იმედი მაქვს გაითვალისწინებთ და მეც თქვენთან ერთად ...**))
<3 საინტერესო პოსტია..*_* 

რა უფრო მნიშვნელოვანია - მოდა თუ საკუთარი სტილი...?**))

გუშინ დავწერე რომ რამოდენიმე დღე პოსტს არ დავწერ მეთქი მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა მაინც  :DDD..))
        

იმ დროიდან, რაც ჩვენს ცხოვრებაში მისი უდიდებულესობა მოდა შემოვიდა, ბევრს ებადება კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია - ზედმიწევნით იცავდე მოდის ტენდენციებს თუ საკუთარი სტილს ქმნიდე? საქმის მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ ჩვენს ხელთაა მსოფლიო პოდიუმების სიახლეების და ინდივიდუალური სტილის შერწყმის საქმე და რომ ამისთვის მარტივი წესების დაცვაა საჭირო. მათგან მთავარია - სტილი საკუთარი თავის, ხასიათის გაგრძელებად აქციო. ლეგენდარული კოკო შანელი ამბობდა: მოდა მიდის, სტილი კი რჩებაო. ინდივიდუალური სტილი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს, საკუთარ განუმეორებლობას აცნობიერებინებს.
      

სტილისტები, პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერთა გამის განსაზღვრას გვირჩევენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ფერს  ბევრი განსხვავებული ტონი აქვს. ამიტომ, თუ სეზონისთვის მოდური ლურჯი არ მოგიხდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭრით უნდა უარყოთ ღრმა ინდიგოს ფერი კაბა, რომელიც ასე ძალიან მოგეწონათ.
შეარჩიეთ ერთმანეთის შესაფერისი სამოსი და ნუ დაივიწყებთ ლამაზ აქსესუარებს. უნდა მიხვდეთ, რაში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად. ნუ უღალატებთ თქვენს გემოვნებას და არც ექსპერიმენტის შეგეშინდეთ. მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიაცია და კომბინაცია. არასტანდარტული შეთავსება უფრო მკვეთრად ასახავს თქვენს ნოვატორულ, შემოქმედებით მიდგომას. გაიხსენეთ, ვიღაცამ ხომ გარისკა ერთხელ, როცა ჯინსები პირველად ჩაიცვა საქმიან პიჯაკთან?!       

იმაზე, რამდენად კარგად გამოვიყურებით, უშუალოდაა დამოკიდებული ჩვენი თავდაჯერებულობა და განწყობა. საქმე ისაა, რომ გარეგნული სახე ბაზაა,  ჩვენი თვითშეგრძნებებისა და მისი გაგრძელებაცაა ამავდროულად. როცა ქალი კარგად გამოიყურება, ეს ეხმარება, თავი უფრო ჰარმონიულად იგრძნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გარეგნული სახე მხოლოდ სამოსის დეტალებით არ იხატება. მნიშვნელოვანია ვარცხნილობა და თმის მდგომარეობა. ლამაზი, სქელი თმა ძველთაგან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სილამაზის ნიშნად ითვლებოდა. ახლაც ისევე იპყრობს ყურადღებას, როგორც 1000 წლის წინ. ეს უბრალო სტეროტიპი კი არაა - იმის ნიშანიცაა, რომ ქალი თავს კარგად გრძნობს, თავს უვლის და საკუთარ თავზე ზრუნავს. ასე რომ, ვარცხნილობა და თმა ნებისმიერი სტილის და უზადო იმიჯის აუცილებელი შემადგენელია.
ველა ქალს სურს, შეუდარებელი იყოს, რადგან განუმეორებლობის შეგრძნება ენერგიას და დადებითი ემოციების მუხტს გაძლევს. ზოგი ცდილობს, ბრბოში სამოსის მხრივ საოცარი, არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩეს, სხვები კლასიკას ემხრობიან. როგორიც უნდა იყოს არჩევანი, ფრანგ მწერალ ჟორჟ ბიუფონს უთქვამს, სტილი - ადამიანიაო. ე.ი. სტილი - თქვენი შინაგანი სამყაროს ფაქიზი ანარეკლია. დაიმახსოვრეთ ეს და გაითვალისწინეთ.
                       
წაიკითხეთ არ ინანებთ..**)) <3

*_*

დღეს ძაან ბევრი რაღაც დავწერე გავაკეთე არ დავიზარე და იმდენი პოსტი დავწერე რომ ხელები დამატდა და რომ არ წაიკითხოთ "თავს მოვიკლავ" :DD..))
ამიტომ რამოდენიმე დღე არ დავწერ..**)) :DD (აი როგორ გავიადვილე სააქმე..მაგრამ ხეელები მეტკინა ...ალბათ დამიფასებთ ჩემს შრომას და წაიკითხაავთ..**)) :DDD
     

აბა ჰეე "დროებით."..**)) :DDD <3 

ის ფრაზები რომელიც ყველა დღე გვესმის კლასში..:DD**))

გაკვეთილზე რაღაცაზე იცინი...


-სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ! :)


                                 

-მას რვეული სახლში დამრჩა.


-თავი რატომ არ დაგრჩა?!




-მას შემდეგ გაკვეთილზე გამოვალ რა.


-შემდეგზე შემდეგში ვილაპარაკოთ.-წელს უკვე დიდები ხართ და რასაც წინა წელს აკეთებდით აღარ გეპატიებათ (ყოველ წელს)




თუ კარგად არ იცი გაკვეთილი და ნელ-ნელა ყვები.


-თუ არ იცი თქვი და დაჯექი!აბრძანდით ფეხზე! ფეხზე სულ ყველა!





-დაეგდეთ! (თუ გაბრაზებულია)


-მე არ ვიყო ქალი შენ თუ ნიშანი გაღირსო!



-მას მე შეიძლება საკონტროლო გავაცდინო.


-ორი ღამე არ დამეძინება ნერვიულობისგან (ირონიული სახით)როდესაც შენი ოროსანი კლასელი ყვება გაკვეთილს და მასწავლებელი ამბობს


-ვინც უკარნახებს იმას დავუწერ ორიანს!საკონტროლოს წერისას


-შევამჩნევ, რომ ვინმე ვინმესგან იწერს? ორივეს გავუფორმებ ერთიანს.


როდესაც საღეჭ რეზინს ღეჭავ


-მე როდესმე შემოვსულვარ ღლაჭუნით?




-თქვენ თქვენს ოჯახებს არ ცემთ პატივს

-20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი და მსგავსი კლასი არ მყოლია!(ნუ ზოგი 40_ს საც და მეტსაც ამბობს ხოლმე :DD )) )

-მშობლის გარეშე ჩემს გაკვეთილზე არ დამენახო.

ყველაათვის ნაცნობია დარწმუნებული ვარ..:DDD **))  

რა არის სკოლა..?..**)) სხვადასხვა მოსაზრებები ამ თემაზე..**))


სკოლაში პირველ ადგილზეა...
განათლება33% 33% [ 2 ]ჭორები0% 0% [ 0 ]სიყვარული0% 0% [ 0 ]მეგობრობა50% 50% [ 3 ]ინტრიგები16% 16% [ 1 ]
Total Votes : 6
 
ზოგადად:. ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.
  ეს დებულება იდეალურია, რომელსაც წესით, ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ. თუმცა, მოსწავლეთა გამოკითხვის შემდეგ ამ შეკითხვაზე შემდეგ პასუხს  მიიღებთ:

სატანჯველი:. სკოლა 12-წლიანი "ციხეა", რომლისგან გათავისუფლებასაც ყველანი ძალიან ვცდილობთ.
მასწავლებლები "ციხის" ზედამხედველები არიან, რომლებიც თან გვასწავლიან და თან ნერვებს გვიშლიან.
სასადილო ის ადგილია, სადაც შეიძლება გემრიელადაც ისაუზმო და მოიწამლო კიდეც.
ტესტირება და საკონტროლო უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ნერვულ სისტემაზე, რასაც "ზედამხედველები'' კარგად იყენებენ.
"ჟანდარმები'' და "ზედამხედველები" უკრძალავენ გაკვეთილზე მუსიკის მოსმენას და შატალოზე წასვლას.

გამონათებები:. დღის განმავლობაში მხოლოდ ის განუგეშებს, რომ სკოლაში მეგობრებს ხვდები.
მოწყენილობის პიკის დროს შატალო ერთადერთი წამალია, როცა თავს დააღწევ სატანჯველი შენობის ნაცრისფერ (ზოგან ყვითელ) კედლებს.

შიში:. მეორე დღისა, რომ ისევ იქ მოგიწევს დაბრუნება, საიდანაც გუშინ გამოიქეცი.

იშვიათი გამონაკლისებისთვის:.
სკოლა მეორე სახლია, ძალიან კარგი ადგილი, სადაც ხარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. უბრალოდ მიდიხარ, ერთობი და ცოდნას იღრმავებ (ამათ ალბათ სახლში ცუდად ექცევიან და იმიტომ).
 ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით.. .**)))
 
ის იმის მცირედია რასაც ბავშვები და მე ვფიქრობ ..**))
იმედია დაგაინტერესათ..**)) 


ძაან მომეწონა ეს სიმღერა..**)) გოგოც ძაან საყვარელია..და თანდათან პოპულარობის მოპოვებას ცდილობს ..ასე თუ გაგრძელებს მიაღწევს კიდეც..**))
მაყურებლები ამბობენ რომ ეს შედარებიც კარგი სონგია..Swagger Jagger თან შედარებით ზოგს არ მოეწონა ზოგს იდევ პირიქით მოეწონა მოკლედ...ყველას მოსაწონი არაფერია ..**))  

Facebook__ის განადდგურების დღე დაადგინეს..!**)(

ამას ყველა მოზარდი იძახის თუ როგორ განადგურდება ფეისბუქის ექოუნთი..,ზოგიც კი ამბობს ეს სისულელეაო..**))
ზოგი კი ამ ყველაფერს "უცხოპლანეტელების" მოსვლას უკავშირებენ..ნუ მოკლედ ბევრი მიზეზი და მაგალითებია ამ თემასთან დაკავშირებით ..მე კი ჩემს აზრს გაგიზიარებთ..**))
                                   

დედამიწაზე უცხოპლანეტელთა მოსალოდნელმა სტუმრობამ თუ მთელი დედამიწა არა, პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ააფორიაქა, უფრო მეტი კი ამ ინფორმაციას ირონიით უყურებს და არც იმის სჯერა, რომ დედამიწელებს უხოპლანეტელები „შეჭამენ“ და არც იმას იჯერებს, რომ უცხოპლანეტელთა სტუმრობით ისეთი ორგანიზაციებიც კი დაინტერესდნენ, როგორებიც გაერო და ვატიკანი არიან.
პანიკამ, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა. ლამისაა, მშობლებმა ურჩი ბავშვების დაშინება უცხოპლანეტელებით დაიწყონ - „გუდიანი კაცი“, კარგა ხანია, მოდაში აღარაა. პლანეტის „დაღუპვის“ თარიღი ხომ ისედაც ცნობილი იყო და ერთი წელიღა გვაშორებს, ახლა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა ვიზიტის დროც ვიცით და ამ ყველაფერს კიდევ ერთი, არანაკლებ სკანდალური და, ქართველებისთვის არანაკლებ საჭირბოროტო საკითხიც დაემატა: ჰაკერებმა Facebook-ს სიკვდილის დღე დაუნიშნეს.
Anonymous-ის კიბერბოევიკების დაჯგუფებამ, უკვე მეორედ და, როგორც თვითონ ამბობენ, საბოლოოდ, „ფეისბუქს“ სიკვდილის დღე დაუნიშნა. რესურსის „სიკვდილის დღედ“ 2011 წლის 5 ნოემბერია შერჩეული.

ამის შესახებ ჰაკერებმა რამდენიმე ენაზე დაწერილ და იუთუბზე ატვირთულ თავიანთ ვიდეოში განაცხადეს. ვიდეორგოლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც იგი ქსელში ტრიალებდა, უამრავმა ადამიანმა ნახა, საბოლოოდ კი ადმინისტრაციამ ეს ვიდეო ქსელიდან გააქრო.

ჰაკერების მხრიდან „ფეისბუქის“ ასე მოძულების მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც კიბერბოევიკები ამბობენ, ეს სოციალური ქსელი სამთავრობო სტრუქტურებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად აწვდის ყველანაირ ინფორმაციას ნებისმიერი იუზერის შესახებ, რომელიც მათი დაინტერესების საგანი გახდება. ჰაკერების არცთუ უსაფუძვლო განცხადებით, „ფეისბუქის“ კონფიდენციალურობა და მონაცემთა ბაზის მიუწვდომლობა მხოლოდ ილუზიაა.

სწორედ ამიტომ, კიბერბოევიკები გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებიან და შეტევას 2011 წლის 5 ნოემბერს გეგმავენ. სხვათა შორის, ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ Anonymous-ის კიბერბოევიკები ნამდვილად არ არიან იმ კატეგორიის ჰაკერები, რომელთა მუქარის არაფრად ჩაგდება შეიძლება: მათ სახელი გაითქვეს ნატოს, პენტაგონის, აშშ-ის სახდეპარტამენტის ვებ-გვერდების გატეხვით. ამას გარდა, თავის დროზე ამ ჰაკერებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან PayPal, Visa, Amazon, Bank of America, Mastercard და Apple.

სხვათა შორის, დაახლოებით 10 დღის წინ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სწორედ Anonymous-ის ჰაკერთა ჯგუფი დააკავა, სხვა, მონათესავე ჯგუფებთან ერთად, მაგრამ ჯერ ერთი, ის "სათადარიგო" შემადგენლობა ყოფილა და მეორეც, კიდევ ბევრი დარჩენილან - როგორც ამერიკული პრესა წერს...

საქართველოში ამ ცნობას მაინცდამაინც დიდი შეშფოთება არ გამოუწვევია. თუმცა არა, მეშლება: ისინი შეშფოთდნენ, ვისაც „ფეისბუქით“ 2011 წლის 7 ნოემბერს ე.წ. მრისხანების დღე აქვთ დაგეგმილი. ამ აქციის რამდენიმე მხარდამჭერმა, შესაბამის ჯგუფში და ფორუმზე „ფეისბუქზე“ მოსალოდნელი საფრთხის განხილვისას იდეაც კი წამოაყენა, ჰაკერებს წერილობით მივმართოთ, იქნებ თარიღი გადაწიონო.

რას იზამ, როგორც ჩანს, Anonymous-ის კიბერბოევიკებიც საქართველოს ხელისუფლებაზე მუშაობენ...
                      

მართალია ვრცელი და დიდი ტექსტია მაგრამ საინტერესო ..**))