Sunday, November 13, 2011

რას წარმოადგენს მუსიკა ჩვენთვის...**))

ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება.  როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი ცნება?–>


ის მარტვია იმისთვის ვისაც ის ესმის. რთულია იმისთვის ვინც მას ვერ იგებს. ის ხომ ყველგანაა, უბრალოდ საკმარისია მას ყური დავუგდოთ. ზოგისთვის მუსიკა ჰობია, ზოგისთვის მოდა, ზოგისთვის კი სიცოცხლის და შთაგონების წყარო. რა არის ჩემთვის მუსიკა? – არ ვიცი, ჩემთვის ძნელია ემოციების და გრძნობების სიტყვიერად გადმოცემა. არ არსებობს თუნდაც ერთი სიტყვა რომელიც ჩემს მუსიკასთან დამოკიდებულებას აღწერდეს. მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა რომ მას მშვიდობის და არეულობის მოტანა შეუძლია, შეუძლია ატირებული გააცინოს და გაცინებული აატიროს. ის არაფერია ადამიანის გარეშე და ადამიანი არაფერია მის გარეშე. მუსიკა ყველაფერს ცვლის, თვით უკვე დადგენილსაც და შეუცვლელსაც. არ მიყვარს ოცნება, მაგრამ მუსიკამ მეოცნებე გამხადა. მუსიკა ადამიანებს აახლოებს, იმედს უნერგავს. იმედის გარეშე კი ცხოვრება შეუძლებელია. მუსიკა შთააგონებს ადამიანს ან პირიქით. არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი. ზოგიერთის მოსმენა ჩემთვისაც შეუძლებელია. მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ მელომანი. ვუსმენ რაც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას და არა იმას რაც მოდაშია. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ტელეფონში ან ფლეიერში ისეთი სიმღერები აქვს ჩაწერილი, რომლებსაც იმიტომ უსმენს, რომ თავის სამეგობროში თავი მოიწონოს. მუსიკა ხომ სათამაშო არაა? ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო რომელიმე მომღერლის ან მუსიკოსის გაკრიტიკებისას (თუ ძალიან არ შემაწუხა), რადგან ვიცი, რომ არიან ადამიანები ვისაც იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი მუსიკა გულთან ახლოს მიაქვთ და მე ვინ ვარ რომ მათი შეხედულებები გავაკრიტიკო? რატომ? მე ხომ ვერ ავიტან ვიღაცამ, რომ ჩემ მუსიკალურ გემოვნებაზე დაიწყოს ბჭობა და რაღაც (ჩემთვის) სულელური რჩევების მოცემა, რომელსაც ან გამოვიყენებ ან არა, უფრო არა.


რა არის მუსიკა შენთვის? ჰობი, მოდა თუ ის რაზეც ამდენი ვილაპარაკე? ნუთუ არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკას მდგომარეობიდან გამოუყვანიხართ სწორედ იმ დროს, როდესაც არაფერს უშველია თქვენთვის და ბოლო გზა მხოლოდ მუსიკა ყოფილა?! მე პირადად ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ჩემ მუსიკას, იმას რაც მე შემეფერებოდა და ვიპოვე, თუ თქვენც ნაპოვნი გაქვთ თქვენი მუსიკა, დამიჯერეთ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყნად **))




აი ეს სიმღერა მამშვიდებს
დაქალმა შემომთავაზა მომესმინა...**))
როდესაც არ უნდა ვიყო და რა ხასიაათზე ამ სიმრერის მოსმენის შემდეგ ვმშვიდები მოუსმინეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც შეგიყვარდებათ.,,**))




ჩემო ერთგულო მკითხველებო იმედი მაქვს არ დაიზარებთ და წაიკითხაავთ...**))
მიყვარხააართ<3

No comments:

Post a Comment