Friday, November 11, 2011

მოდა პუტკუნა გოგონებისთვის**))

მერე რაა რომ ყველა გოგონას პარამეტრები არ არის 90 60 90..? ამისთვის არ უნდა ჩავვარდეთ დეპრესიაში. მოდი, ერთი წუთით დაივიწყე ყველაფერი: დიეტები, გამყიდველი გოგონა, პატარა ზომის ტანსაცმელი და ყურადღებით წაიკითხე ის, რასაც მე გირჩევთ..**)) 
შარვალი

მერე რა, რომ შენი მეგობრები ძალიან დაბალწელიან შარვლებს
ატარებენ და შენც ამასვე გირჩევენ?! მათი ხერხემალს აკრული
მუცელი ამას იტანს, მაგრამ შენი აღნაგობისთვის, არა მგონია,
ასეთი შარვალი იდეალური იყოს.

მე გირჩევთ, რომ უპირატესობა ე.წ. საშუალოწელიან, ტანზე

მომდგარ შარვალს მიანიჭო, ოღონდ ასეთ შარვალზე სასურველია,
გრძელი, ოდნავ ფართო ბლუზი ჩაიცვა. ასე მშვენივრად შენიღბავ
კილოგრამებს და თავდაჯერებულიც იქნები.

ქვედაბოლო

გრძელი და ფაშფაშა?

არავითარ შემთხვევაში! ასეთ ქვედაბოლოში სუპერმოდელიც კი ოდნავ
გაპუტკუნებული გამოჩნდება.
აი სულ სხვაა მიდი, წელში ნახევრად გამოყვანილი ქვედაბოლო.
გეთანხმები, ასეთი ტანსაცმელი შეიძლება ძალიან მოდური არ არის,
მაგრამ სამაგიეროდ კლასიკურ პიჯაკთან ერთად, მინიმუმ 5-6
კილოგრამს “მოგაპარინებს”

ბლუზი

ვიცი, რომ მოტკეცილი ტოპები ძალიან მოგწონს, მაგრამ..
მე გირჩევ, განიერი და კისრიდან დაშვებული ბლუზები ატარო. ჯერ
ერთი მოდურია და მეორეც: შენი სხეულის პრობლემური ნაწილები არცერთ
კეთილისმსურველს თვალში არ შეეჩხირება.…

აი ეს არის ჩემი რჩევა რაც ძალიან მინდა რომ გაითვალისწინოთ..**))

No comments:

Post a Comment