Friday, November 11, 2011

პატარა შავი კაბა..**))

"პატარა შავი კაბა შეუცვლელი ელემენტია ქალის გარდერობში,, ამბობს კრისტიან დიორი, გაბრიელ შანელის ქმნილებაზე."
                                      

     ჩემი აზრით პატარა შავი კაბა ყველანაირ წვეულებაზე შეგვიძლია ჩავიცვათ დისკოტეკაიქნება ეს თუ ბანკეტი..! შავი ფერი კი ძალიან ელეგანტური და დახვეწილი ფერია ...ალბათ იმაზეც დანეთანხმებით რომ  ქართველების გარდერობში ამ ფერის უპირობო სიჭარბე, შეგვიძლია ელეგანტურობას, ან თუნდაც ჭარბი წონის დაფარვის მცდელობას მივაწეროთ, შეიძლება ზოგიერთის "ქუჩური გაგების" ბრალი იყოს..**))
      
20-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილი კლასიკური შედევრი, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. იგი ყველა ქალის გარდერობში ძირითადი ატრიბუტია, ყველა კოლექციაში დაჯავშნულია მისთვის ადგილი და რაც მთავარია, არა მხოლოდ გარდერობში, ,,პატარა შავი კაბა,, ქალის გულის მუდმივი ბინადარია. 1926 წელი იდგა. ახლად შექმნილი იყო ცნობილი სუნამო, Chanel №5. შანელმა საბოლოოდ თქვა უარი მაქმანებსა და კორსეტზე. გაბრიელს კარგად ახსოვდა მკაცრი ფორმის უნიფორმა, რომელიც ობოლთა პანსიონატში ეცვა.სწორედ ეს ასკეტური ფორმის სამოსი იქცა შთაგონების წყაროდ. 

                                       
 

No comments:

Post a Comment