Friday, November 11, 2011

სასურველი პროფესია...**))

                


თითქმის ყველა ბავშვს ყველაზე ხშირად ეკითხებიან დიდი რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე?
ამ კითხვაზე დარწმუნებით არასდროს ვიცოდი პასუხი და ვისვრიდი აქეთიქით სიტყვებს, მოცეკვავე, მომღერალი, ექიმი, მხატვარი და ა.შ. ცოტა, რომ წამოვიზარდე მივხვდი, რომ მთლად ისეთი ადვილიც არ ყოფილა პროფესიის არჩევა, როგორიც მე მეგონა. ამაზე ბევრი უნდა იფიქრო, გაითვალისწინო ყველაფერი და ბოლოს აირჩიო შენთვის ყველაზე კარგი პროფესია.
სიმართლე, რომ ვთქვათ ჯერ ადრეა ჩემთვის პროფესიის არჩევა, 
პირველ რიგში არ მინდა ჩემი პროფესია ავირჩიო ვიღაცის მოსაწონად ანდაც სხვისი მიბაძვით. ასევე არც მშობლის ზემოქმედებით და ოჯახის ტრადიციის მიხედვით (ანუ სამედიცინო და გეპეის ტექნიკური რაღაც გამოთვლითი (ვერდავიმახსოვრესახელი ბოლომდეxD) გამოირიცხა)
ჩემი პროფესია იქნება ის, რომელიც მეყვარება, ყველაზე უკეთ გამომივა და კარგი ანაზღაურება მექნება.

       


ამ პუნქტებიდან გამომდინარე ჩამოვწერე სავარაუდო პროფესიები:

1) ადვოკატი – პირველი ეს დავწერე იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიზიდავს. შემიძლია თავისუფლად აზრის დამტკიცება, მნიშვნელობა არ აქვს ჩემი იქნება, სხვისი თუ ზოგადად რამე აზრი. მართალია ვფიქრობ რომ სასამართლო და ეს გამოძიებები ბინძური საქმეა მაგრამ მაინც მომწონს ეს პროფესია
 
2) დიზაინერი –  
 ვაფრენ  ისე მინდა დიზაინერობა, ადრე როცა პატარა ვიყავი ვჭრიდი ვკერავდი რაღაცეებს ახლა კი დერიოზულად მინდა ცნობილი დიზაინერი გამოვიდე..**))

3) მომღერალი-  
 ვგიჟდები ისე მინდა მომღერალი გამოვიდე ცნობილი მომღერალი ამის ნიჭიც მაქვს მაგრამ არამგონია ეს საქართველოში ღირდეს იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი მომღერალია მაგრამ არც ანაზღაურება აქვთ კარგი ამიტომ თავს შევიკავებ..**))

4) 
ფოტოგრაფი- კარგად ფოტოგრაფია გამომდის მაგრამ მეეჭვება საქართველოში ამ პროფესიით “გავქაჩო” და მაღალი ანაზღაურება მქონდეს ამიტომ ფოტოგრაფიაც გამოირიცხა იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს...**))

ალბათ დაფიქრება მომიწევს სანამ ამ კატეგორიებიდან რომელიმეს ავირჩევდე..**))
ყველა ძალიან მომწონს...**))


1 comment: