Sunday, April 22, 2012

სიყვარულის ისტორია**))

გაზაფხულის ერთ-ერთი ჩვეულებრივი თბილი დღე იყო ელენე სკოლიდან ფრთხილი აუჩქარებელი ნაბიჯებით სახლში მიდიოდა თან ნაყინს შეექცეოდა რომელიც მისი საყვარელი ტკბილეული იყო , ფიქრებში გართულს ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებმა დაეჯახეს და ნაყინი გადაუვარდა, ბექამ შეამჩნია ელენეს მოწყენილი სახე და გადაწყვიტა ახალ ნაყინზე დაეპატიჟებინა ელენემ როგორც ყოველთვის თავი აარიდა და სწრაფი ნაიჯებით კორპუსის კიბეებს აუყვა სწრაფად შევიდა მის ოთახში, კარები ჩაკეტა და მეცადინეობა დაიწყო თუმცა გულს ვერ უდებდა რაც ძალიან არ მოსწონდა. ელენე 18 წლის მოზარდი იყო რომელსაც მეგობრებისთვის ცოტა დრო რჩებოდა თუმცა კვირა დღეს ყველა ერთად იკრიბებოდნენ ელენეს სახლში და ერთობოდნენ. გარეგნობით გამორჩეული იყო გრძელი წითური თმით. მამა გარდაეცვალა ავიაკატასტროფაში სახლში დედასთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობდა(ნატალი) . ელენე ხასიათით დამყოლი და გულუბრყვილო იყო მაგრამ ამით არავინ სარგებლობდა.
ნუ მოვიდა კვირა დღე ჩვეულ ადგილზე შეიკრიბნენ და ელენეს ელოდნენ , ელე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა , გვერდით ბექამ ჩაუარა და ადგილზე მიყვანა შესთავაზა:
-წამოდი ელე წაგიყვან სადაც გინდა
-არა მადლობ აქვეა ფეხით მირჩევნია
-კარგი დამელოდე მეც შენთან ერთად წამოვალ
ანანოს(მეგობრის სახლი) სახლამდე ბექა ცდილობდა საერთო ენა გამოენახა. ელენე თავს არიდებდა.
-ბექა მადლობ კარგად იყავი .
სანამ სახლში არ შევიდა თვალს არ აცილებდა. ელენემ გულში გაიფიქრა რატომ მაქვს განსხვავებული გრძნობა მის დანახვაზე. მთელი საღამო ჩუმად იჯდა და ბექაზე ფიქრობდა.
-კარგი გოგოებო უკვე გვიანი მე უნდა წავიდე .
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაიშალნენ.
გზად ბექა შეხვდა და სახლამდე მიაცილა. ეს უეცარიდა მმოულოდნელი შეხვედრა არ ყოფილა ბექა ელოედებოდა მაგრამ არ გაუმხილა. მათი ურთიერთობა ცოტათი გამოსწორდა და ელენე აღარ იყო მისადმი გულგრილი და ყოველდრე რწმუნდებოდა ამაში.
ნატას სიმსივნე ქონდა და ოპერაციის გასაკეთებლად ჰოლანდიაში დღეს მიდიოდნენ ელენე სახლში მარტო რჩებოდა. აეროპორტიდან დაბრუნებულმა კომპიუტერთან დაჯდა და ბექამც არ დააყოვნა მიწერა.
-როგორ ხარ ელე?
-კარგად შენ რას შვები?
-რავიცი არაფერს მოვიწყინე, გავიგე ნატას ამბავი ძალიან მეწყინა, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო მეც ძალიან მოვიწყინე , ნატალიზეც ძალიან ვღელავ.
-თუ გინდა შენთან ამოვალ
-ჰო კარგი ამოდი
-კარგი 5 წუთში მანდ ვარ
ელენემ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა მაგრამ არც ნანობდა.
კარებზე ზარი იყო ელენემ კარები გაუღო, ბექამ ტკბილეული ამოუტანა და ერთად დასხდნენ კომპიუტერთან.
აღმოჩნდა რომ მსგავსი შეხედულებები ჰქონდათ ყველაფერზე ამიტომ არ მოუწყენიათ და დროც შეუმჩნევლად გავიდა.
ელენემ მასთან დარჩენა შესთავაზა ბექამც პასუხი რათქმაუნდა არ დააყოვნა. ის სასტუმრო ოთახში დაწვა ელენე კი თავის ოთახში .
ღამის 3 საათი იყო ელენეს არ ეძინა სასტუმრო ოთახში გავიდა და ბექას უცქერდა მან მაშინ გააცნობიერა თუ რა ძვირფასი იყო მისთვის . ელენეს იატაკზე ჩაეძინა . 7 საათი იყო ბექას რომ გაეღვიძა, ელენე ფრთხილად ხელში აიყვანა მაგრამ გაეღვიძა .
-არ მინდოდა გაღვიძება
-არაუშავს ისედაც არ მეძინებოდა
-ჰო მე სხვას ვფიქრობ
-რას?
-მთელი ღამის უძინარს როგორ არ გეძინება?
-ელენე გაწითლდა
-ბექამ კი მოულოდნელად გულში ჩაიკრა და ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა:მე მხოლოდ შენი სიყვარუმი მაცოცხლებს და ფრთხილად აკოცა
ელენესთვის პირველი კოცნა იყო და ბექა მიხვდა და ამით კიდევ უფრო ღრმად ჩაიკრა გულში. 15 წუთი  ბექა გულში იკრავდა ელენეს
-კარგი გამიშვი ბოროტო მომშივდა
-ჰო ისე მეც
-წამო რამე შევჭამოთ
-კარგი მაგრამ უნდა დამპირდე რომ მერე გავისეირნებთ|
-ჰო კარგი.
გემრიელად ისაუზმეს და საუბრითაც დრო გალიეს. ელენე მოსამზადებლად ოთხში შევიდა.
-გამოვიცვლი და წავიდეთ
-კარგი ჩემო ლამაზო გელოდები
ელენე დიიდ ხანი არჩევდა რა ჩაეცვა ბოლოს ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი რომელიც დედას ნაყიდი იყო და ძალიან უყვარდა.
ბექა აღტაცებას ვერ მალავდა . სახლიდან გავიდნენ კვირა დღე იყო და ელენემ თავის მეგობართან წაიყვანა სადაც კარგი დრო გაატარეს და გეგმების დააწყევს რომ 2 თვეში ზაფხულლი იყო და ერთად წასულიყვნენ , ყველას მოეწონა აზრი .
ორი თვეც მალე გავიდა. ელენეს დედამ დაურეკა და უთხრა ყველაფერი კარგად არის მაგრამ 3 თვით აქ ვრჩებიო ელენს ეწყინა მაგრამ თანხმობა აიღო წასასვლელად.
ყურმილი როგორც კი დაკიდა ტანსაცმლებების ჩალაგებას შეუდგა სახლი დაალაგა და დაიძინა დილით ბექამ გამოურაა და ერთად წავიდნენ დანიშნულების ადგილზე, ზღვაზე ბექას მანქანით წავიდნენ სულ 4 იყვნენ ბექა, გიორგი (ელენეს უახლოესი ძმაკაცი) ანანო, და ელენე. სასტუმროში დაბინავდნენ და ნომრებში გადანაწილდნენ ანანო და ელენე ერთ ნომერში ბექა და გიორგი კი ცალკე ნომერში. ბარგი დააბინავეს თუ არა სანაპიროზე წავიდნენ . ბიჭები გაამაგრილებელი სასმელის მოსატანად წავიდნენ გოგოები კი საბანაოდ წყალში შევიდნენ უცებ დიდი და ძლიერი ტალღა წამოვიდა და ელენე ჩაითრია , ბექამ ყველაფერი ძირს დაყარა და გიორგისთან ერთად წყალში შევიდა          
ელენე უგონოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი თვე უგონოდ იყო . ბექა გვერდიდან არ მოშორებია . ჩვეულებრივ დღეს ბექა მოწყენილი შევიდა პალატაში თმებზე ხელი გადაუსვა შუბლზე აკოცა და  უთხრა ჩემო პატარავ მე შენ მჭირდები.
ელენეს თვალიდან ცრემლი  გადმოუცურდა და ნელ-ნელა გონს მოდიოდა ბექა გავარდა და ექმის დაუძახა .
-როგორც იქნა გონს მოვიდა, გთხოვთ დატოვოთ პალატა
-ბექა ძალით გაიყვანეს პალატიდან
გარეთ მოუსვენრად იცდიდა ამ დროს ექთანი გამოვიდა და სთხოვა გაყოლოდა. ელენე ცრემლიანი თვალებით უცქედა ბექამ კი გულში ღრმად ჩაიკრა.
-ჩემო ლამაზო როგორმომენატრე
-მეც მომენატეე ბექა
და ცრემლიანი თვალებით ისევ ჩაიხუტა
-კარგი რამდენი ხანიაა აქ ვარ 2 თვეა
- როგორ ჩამშხამდა ეს ზაფხული
-კარგი არ ინერვიულო დანარჩენები გარეთ გელოდებიან ,
-სთხოვე შემოვიდნენ
-ყველა გადაეხვივნენ ერთმანეთს
-ჰოო ისე დღეს გამწერენ
-კარგი და გარწმუნებ დღეს არ მოგაწყენთ შენთვის სიურპრიზი გვაქვს
ელენე სახლში მიიყვანეს მეგობრებმა დახვედრა მოუწყეს ელენეს თვალზე ცრემლი მოადგა და ბექას გადაეხვია
-მხოლოდ ეს არ არის შეგიძლია შენს ოთახში შეხვიდე
შევიდა მის ოთახში სადაც დედა და თავისი და დახვდა, ნატა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა ერთმანეთს ადაეხვივნენ და სასტუმრო ოთახში გავიდნენ.
-ქალბატონო ელენე მე თქვენზე ყვლაფერი ვიიცი
ელენემ ანანოს შეუბღვირა
-არა ის არაფერ შუაშია ბექამ მითხრა და მე წინააღმდეგი არ ვარ
-დეე იცი მე.....
-ვიცი შვილო მე ყველაფერი ვიცი
ბექამ გადაეხვია ელეენს და დედამის სთხოვა ცოტა ხნით წაეყვანა
-კი შვილო წაიყვანე შენთვის ჩამიბარებია
ელენე ასეთი გახარეული არასდროს ყოფილა
ბექამ მუხლებზე დამიჩოქა და ცოლობა მთხოვა მე დავიბენი და ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ ეს ვის ახსოვდა მთავარია ბექასთან ვიყავი და დავთანხმდი.
                                                                    * * *
23 ივნისი-დღეს ჩემი უბედნიერესი დღეა ჩემი ქორწილი. იმ ადამიანს მივყვები  ვინც თავზე მეტად მიყვარს.ჩემს თავს ვუყრებდი სარკეში და მახსენდებოდა ის ბედნიერი წუთები დღეები რომელიც მე და ბექამ ერთად გავატარეთ და დღეს ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ოთახში ანანო შემომივარდა ელეეე რას აკეთებ ცოტა დაუჩქარე ყველა შენ გელოდება , ჰო დამელოდე გამოვალ . ოთახიდან რომ გამოვედი ბექა ადგილზე გაშეშდა -ღმერთო ჩემო რა ელე რა ლამაზი ხარ!!
-მიყვარხარ ბექა!
-მეც ძალიან...კარგი წამოდით ეხლა სწრაფად ეკლესიაში დაგვიყვირა ანანომ ის ჩვენზე მეტად ნერრვიულობდა.
დადგა ის მომენტი როცა გაისმა ეს ფრაზა თქვენ ცოლ ქმარი ხართ ! ბექამ ხელში ამიტაცა და გულში ჩამიკრა.
მე და ბექა ვსეირნნნობდით იმ კორპუსის წინ სადაც ერთმანეთი პირველად დავინახეთ. -ელენე მოიცადე შენთვის რაღაც მაქვს თვალები დახუჭე
-კარგი ვაიმე როგორ მაინტერსებს
-კარგი ეხლა გაახილე
თვალწინ ძალიან დიიდი ყუთი იდგა და მთხოვა გამეხსნა . გავხსენი და შიგნით ძალიან ბევრი ნაყინი იდო
-ვაიმე ბექა ძალიან მიყვარხარ და სამუდამოდ ასე იქნება
-უზომოდ მიყვარხარ და ყოველთვის ჩემი პატარა და წითელთმიანი ელენე იქნები.....

Tuesday, April 17, 2012

ქართულ მარაზმში გადაშვებული თაობა.!!

არსებობს ბევრი ამაზე სასიამოვნო თემა მაგრამ დღეს ამას ვირჩევ და იმედია მოხვალთ გონს და საკუთარ თავსაც აღმოაჩენთ!  "ყველაზე ლამაზები"; "ყველაზე საყვარლები"; "ყველაზე ტსლ ნაროდეე" და ა.შ. თემა მგონი გასაგებია ყველათვის და ახლა მოდი გადავავლოთ ამ "ყველაზეების" შექმნის ტრაგიკულ ისტორიას, თავისი უკუჩვენებითა და "ინტელექტის" ზეიმებით.   ვითომ მსგავსი პროფილები არ გვაკლდა და ახლები ახალი იდეებით და გეგმებით გაიხსნა სახელწოდებით "ვაი თქვენს პატრონს. " პატარა ქალაქის დიდი ჭორები" .თუკი ვინმე აღმოაჩენდა ლამაზ გოგონას, რომელიც არ მოსწონს, თვლის მახინჯად რა თქმა უნდა იმ სურათის ქვეშ გროვდებოდა მილიონ ტრისტა კომენტარი, თუ როგორი სიმახინჯეა ეს გოგო, და ასევე თუ როგორი შურით და ბოღმით სავსეა "ცუდი კომენტარების" ავტორი. რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონს ე.ი. გშურს. :)  გრძელებოდა მათი ოდნო-ური მარაზმული ცხოვრება, სანამ აწ, უკვე მარკ ცუკერბერგის შექმნილი ფეისბუქი არ გახდა ცნობილი მარაზმით სავსე ქვეყანაში. გადავბარგდი ფეისბუქზე და მხოლოდ 2-3 თვე ვიყავი მშვიდად მსგავსი პროფილებით, თუმცა ისინი იმდენად ძლიერები არიან, თავისი არმიით მეც დამირღვიეს სიმყუდროვე და გოგონებიც შეაწუხეს სურათებზე დატაგვებით.
როდესაც შევდივაარ და ვაკომენტარებ რაღაცას შემდეგ მხვდება მსგავსი კომენტარები 
-
"auu ShuRi oXeRiiaa !!!"

-"SheN GaDi Ra Win XaR.. caDi SarkeShi ChaiXeDe"
-"vitom amaze uketesi xar? sulac ara..:) warmomidgenia shen ras gavxar. amaze rogor unda tqva rame.. !!! ( კომენტარები წამში უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს)
როდის მორჩება მსგავსი მარაზმი ? შენი აზრი თუ არ ემთხვევა "ყველაზეები"-ს შემქმნელს, შურიანიც ხარ, ბოღმაც, უზრდელი ბოჩ(ჭ)კაც, დაკომპლექსებულიც და ა.შ. და ა.შ. 
ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ქმნიან პროფილებს, დებენ ყველა "ცნობილ ფეის"-ს რომელიც ოდნოკლასნიკის დროიდან არის ცნობილი და ჩხინკავენ იქვე თავიანთ და თავიანთი დაქალოჩკების სურათებს. ზედ მიმდინარეობს უამრავი მეგობარი "ყველაზე საყვარლები/ძერსკები/ ტსლ ნაროდი/ -ის დათაგა.და დაე ისინი იყვნენ ყველაზე ლამაზები, და უ_ლამაზესები,გაჩითულები საკუთთარი პროფილის ხარჯზე. და საინტერესოა, 800 გოგოს სურათის ნახვა პროფილში, რომელსაც ჰქვია "ყველაზე ულამაზესები". უ-ლამაზესი აღმატებით ფორმაა და მხოლოდ ერთზე ითქმის.:) 

იმედია მოეგებით გონს, თუკი საკუთარ თავებს აღმოაჩენთ სტატიაში. რადგან როცა იქმნება მსგავსი გვერდები ისინი დეპრესიაშ ვარდებიან. არავის არ ააქვს იმის უფლება რომ განიხილოს სხვისი ცხოვრება, და დაცინონ სხის სურათებს, გამოაქვეყნონ მათი პირადი შეტყობინებები და ა.შ.!!!! 

ქრისტე აღსდგა..! ჭეშმარიტად აღსდგა..!

გილოცავთ ყველა ამ უდიდეს ბრწყინვალე დღესასწაულს რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, და დიდი ინტერესით და რწმენით ველოდები. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.