Saturday, June 9, 2012

ნიჭიერი და ნაკლები შესაძლებლობის ბავშვები ერთად არ უნდა სწავლობდნენ.!!

ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით უარყოფითია, რადგან დღესდღეობით საქართველოში არის ნალები შესაძლებლობის ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულება, იგივე სკოლა სადაც მხოლოს ასეთი ბავშვები სწავლობენ .ხოლო ნიჭიერებს რაც შეეხებათ , ეს შევიძლია დავყოთ ორ ჯგუფად: ისინი რომლებიც სკოლის მასალის გარდა სხვა მასალას დაბრკოლების გარეშე ითვისებენ  და მეორე ჯგუფი რომლებიც სკოლის მასალას მიყვებიან და მხოლოდ ამ ცოდნით კმაყოფილდებიან.  ნიჭიერებსა და ნაკლები შესაძლებობის მქონე ბავშვებან მუშაობა მასწავლებლებისთვისაც არ იქნება სასარგებლო და ხელშემწყობი ფაქტორი , რადგან ამ ორი ტიპის ბავშვებს სწავლის სხვადასხვა მეთოდი და სტილი სჭირდება .
ამიტომაც მრავალი ფაქტი მეტყველებს და ასაბუთეებს იმ მოსაზრებას , რომ ნიჭიერები და ნაკლები შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთად არ უნდა სწავლობდნენ.!!!1

XXI საუკუნის ლიდერები.!!

       XXI ეს ის დრო და ეპოქაა, სადაც თითოეულ ჩვენგანს ერთი მიზანი გვამოძრავებს, ეს ლიდერობისკენ სწრაფვაა, მაგრამ ამის განცდა ყველას როდი შეუძლია, მხოლოს ერთეულები იბადებიან თავის სფეროში ლიდერად ან თუნდაც მთელი მსოფლიოს ლიდერად. ამ ხალხის გარკვეული ნაწილი თავის დამკვიდრებისთვის ყველაფერს აკეთებს,მაგრამ შედეგზე არ ფიქრობს .
     დღესდღეობის ჩვენს გარშემო, პრესა იქნება ეს, თუ ტელევიზია აქტუალურად არიან პოლიტიკური ლიდერები, ისინი უნდა სარგებლობდნენ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ნდობით.  ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც ღვთისგან აქვს მინიჭებული უფლება მართოს ქვეყანა ხალხის სასიკეთოდ. ასევე ეს არის ადამიანი, რომელსაც ხალხმა მიანიჭა უფლება განაგოს მათი ბედი.
     ლიდერი არის მაგალითი თითოეული ჩვენგანის, მაგრამ, ასევე, როგორც მედლის ორივე მხარე არ ბრწყინავს , არსებობენ "თვითმარქვია" ლიდერები, რომლებიც პრივილეგიას პირადი მიზნისთვის იყენებენ, დევნიან განსხვავებულ აზრს , აწესებენ ცენზურას , და თითოეულ წარმატებას საკუთარ თავს მიაწერენ .

      ლიდერები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ პოლიტიკური კუთხით , ყველა ადამიანში ჩნდება იმის განცდა , რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამა თუ იმ საკითხს.და ბოლოს არ არსებობს სფერო, რომელსაც შეიძლება ლიდერი არ ჰყავდეს.


Sunday, April 22, 2012

სიყვარულის ისტორია**))

გაზაფხულის ერთ-ერთი ჩვეულებრივი თბილი დღე იყო ელენე სკოლიდან ფრთხილი აუჩქარებელი ნაბიჯებით სახლში მიდიოდა თან ნაყინს შეექცეოდა რომელიც მისი საყვარელი ტკბილეული იყო , ფიქრებში გართულს ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებმა დაეჯახეს და ნაყინი გადაუვარდა, ბექამ შეამჩნია ელენეს მოწყენილი სახე და გადაწყვიტა ახალ ნაყინზე დაეპატიჟებინა ელენემ როგორც ყოველთვის თავი აარიდა და სწრაფი ნაიჯებით კორპუსის კიბეებს აუყვა სწრაფად შევიდა მის ოთახში, კარები ჩაკეტა და მეცადინეობა დაიწყო თუმცა გულს ვერ უდებდა რაც ძალიან არ მოსწონდა. ელენე 18 წლის მოზარდი იყო რომელსაც მეგობრებისთვის ცოტა დრო რჩებოდა თუმცა კვირა დღეს ყველა ერთად იკრიბებოდნენ ელენეს სახლში და ერთობოდნენ. გარეგნობით გამორჩეული იყო გრძელი წითური თმით. მამა გარდაეცვალა ავიაკატასტროფაში სახლში დედასთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობდა(ნატალი) . ელენე ხასიათით დამყოლი და გულუბრყვილო იყო მაგრამ ამით არავინ სარგებლობდა.
ნუ მოვიდა კვირა დღე ჩვეულ ადგილზე შეიკრიბნენ და ელენეს ელოდნენ , ელე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა , გვერდით ბექამ ჩაუარა და ადგილზე მიყვანა შესთავაზა:
-წამოდი ელე წაგიყვან სადაც გინდა
-არა მადლობ აქვეა ფეხით მირჩევნია
-კარგი დამელოდე მეც შენთან ერთად წამოვალ
ანანოს(მეგობრის სახლი) სახლამდე ბექა ცდილობდა საერთო ენა გამოენახა. ელენე თავს არიდებდა.
-ბექა მადლობ კარგად იყავი .
სანამ სახლში არ შევიდა თვალს არ აცილებდა. ელენემ გულში გაიფიქრა რატომ მაქვს განსხვავებული გრძნობა მის დანახვაზე. მთელი საღამო ჩუმად იჯდა და ბექაზე ფიქრობდა.
-კარგი გოგოებო უკვე გვიანი მე უნდა წავიდე .
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაიშალნენ.
გზად ბექა შეხვდა და სახლამდე მიაცილა. ეს უეცარიდა მმოულოდნელი შეხვედრა არ ყოფილა ბექა ელოედებოდა მაგრამ არ გაუმხილა. მათი ურთიერთობა ცოტათი გამოსწორდა და ელენე აღარ იყო მისადმი გულგრილი და ყოველდრე რწმუნდებოდა ამაში.
ნატას სიმსივნე ქონდა და ოპერაციის გასაკეთებლად ჰოლანდიაში დღეს მიდიოდნენ ელენე სახლში მარტო რჩებოდა. აეროპორტიდან დაბრუნებულმა კომპიუტერთან დაჯდა და ბექამც არ დააყოვნა მიწერა.
-როგორ ხარ ელე?
-კარგად შენ რას შვები?
-რავიცი არაფერს მოვიწყინე, გავიგე ნატას ამბავი ძალიან მეწყინა, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო მეც ძალიან მოვიწყინე , ნატალიზეც ძალიან ვღელავ.
-თუ გინდა შენთან ამოვალ
-ჰო კარგი ამოდი
-კარგი 5 წუთში მანდ ვარ
ელენემ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა მაგრამ არც ნანობდა.
კარებზე ზარი იყო ელენემ კარები გაუღო, ბექამ ტკბილეული ამოუტანა და ერთად დასხდნენ კომპიუტერთან.
აღმოჩნდა რომ მსგავსი შეხედულებები ჰქონდათ ყველაფერზე ამიტომ არ მოუწყენიათ და დროც შეუმჩნევლად გავიდა.
ელენემ მასთან დარჩენა შესთავაზა ბექამც პასუხი რათქმაუნდა არ დააყოვნა. ის სასტუმრო ოთახში დაწვა ელენე კი თავის ოთახში .
ღამის 3 საათი იყო ელენეს არ ეძინა სასტუმრო ოთახში გავიდა და ბექას უცქერდა მან მაშინ გააცნობიერა თუ რა ძვირფასი იყო მისთვის . ელენეს იატაკზე ჩაეძინა . 7 საათი იყო ბექას რომ გაეღვიძა, ელენე ფრთხილად ხელში აიყვანა მაგრამ გაეღვიძა .
-არ მინდოდა გაღვიძება
-არაუშავს ისედაც არ მეძინებოდა
-ჰო მე სხვას ვფიქრობ
-რას?
-მთელი ღამის უძინარს როგორ არ გეძინება?
-ელენე გაწითლდა
-ბექამ კი მოულოდნელად გულში ჩაიკრა და ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა:მე მხოლოდ შენი სიყვარუმი მაცოცხლებს და ფრთხილად აკოცა
ელენესთვის პირველი კოცნა იყო და ბექა მიხვდა და ამით კიდევ უფრო ღრმად ჩაიკრა გულში. 15 წუთი  ბექა გულში იკრავდა ელენეს
-კარგი გამიშვი ბოროტო მომშივდა
-ჰო ისე მეც
-წამო რამე შევჭამოთ
-კარგი მაგრამ უნდა დამპირდე რომ მერე გავისეირნებთ|
-ჰო კარგი.
გემრიელად ისაუზმეს და საუბრითაც დრო გალიეს. ელენე მოსამზადებლად ოთხში შევიდა.
-გამოვიცვლი და წავიდეთ
-კარგი ჩემო ლამაზო გელოდები
ელენე დიიდ ხანი არჩევდა რა ჩაეცვა ბოლოს ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი რომელიც დედას ნაყიდი იყო და ძალიან უყვარდა.
ბექა აღტაცებას ვერ მალავდა . სახლიდან გავიდნენ კვირა დღე იყო და ელენემ თავის მეგობართან წაიყვანა სადაც კარგი დრო გაატარეს და გეგმების დააწყევს რომ 2 თვეში ზაფხულლი იყო და ერთად წასულიყვნენ , ყველას მოეწონა აზრი .
ორი თვეც მალე გავიდა. ელენეს დედამ დაურეკა და უთხრა ყველაფერი კარგად არის მაგრამ 3 თვით აქ ვრჩებიო ელენს ეწყინა მაგრამ თანხმობა აიღო წასასვლელად.
ყურმილი როგორც კი დაკიდა ტანსაცმლებების ჩალაგებას შეუდგა სახლი დაალაგა და დაიძინა დილით ბექამ გამოურაა და ერთად წავიდნენ დანიშნულების ადგილზე, ზღვაზე ბექას მანქანით წავიდნენ სულ 4 იყვნენ ბექა, გიორგი (ელენეს უახლოესი ძმაკაცი) ანანო, და ელენე. სასტუმროში დაბინავდნენ და ნომრებში გადანაწილდნენ ანანო და ელენე ერთ ნომერში ბექა და გიორგი კი ცალკე ნომერში. ბარგი დააბინავეს თუ არა სანაპიროზე წავიდნენ . ბიჭები გაამაგრილებელი სასმელის მოსატანად წავიდნენ გოგოები კი საბანაოდ წყალში შევიდნენ უცებ დიდი და ძლიერი ტალღა წამოვიდა და ელენე ჩაითრია , ბექამ ყველაფერი ძირს დაყარა და გიორგისთან ერთად წყალში შევიდა          
ელენე უგონოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი თვე უგონოდ იყო . ბექა გვერდიდან არ მოშორებია . ჩვეულებრივ დღეს ბექა მოწყენილი შევიდა პალატაში თმებზე ხელი გადაუსვა შუბლზე აკოცა და  უთხრა ჩემო პატარავ მე შენ მჭირდები.
ელენეს თვალიდან ცრემლი  გადმოუცურდა და ნელ-ნელა გონს მოდიოდა ბექა გავარდა და ექმის დაუძახა .
-როგორც იქნა გონს მოვიდა, გთხოვთ დატოვოთ პალატა
-ბექა ძალით გაიყვანეს პალატიდან
გარეთ მოუსვენრად იცდიდა ამ დროს ექთანი გამოვიდა და სთხოვა გაყოლოდა. ელენე ცრემლიანი თვალებით უცქედა ბექამ კი გულში ღრმად ჩაიკრა.
-ჩემო ლამაზო როგორმომენატრე
-მეც მომენატეე ბექა
და ცრემლიანი თვალებით ისევ ჩაიხუტა
-კარგი რამდენი ხანიაა აქ ვარ 2 თვეა
- როგორ ჩამშხამდა ეს ზაფხული
-კარგი არ ინერვიულო დანარჩენები გარეთ გელოდებიან ,
-სთხოვე შემოვიდნენ
-ყველა გადაეხვივნენ ერთმანეთს
-ჰოო ისე დღეს გამწერენ
-კარგი და გარწმუნებ დღეს არ მოგაწყენთ შენთვის სიურპრიზი გვაქვს
ელენე სახლში მიიყვანეს მეგობრებმა დახვედრა მოუწყეს ელენეს თვალზე ცრემლი მოადგა და ბექას გადაეხვია
-მხოლოდ ეს არ არის შეგიძლია შენს ოთახში შეხვიდე
შევიდა მის ოთახში სადაც დედა და თავისი და დახვდა, ნატა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა ერთმანეთს ადაეხვივნენ და სასტუმრო ოთახში გავიდნენ.
-ქალბატონო ელენე მე თქვენზე ყვლაფერი ვიიცი
ელენემ ანანოს შეუბღვირა
-არა ის არაფერ შუაშია ბექამ მითხრა და მე წინააღმდეგი არ ვარ
-დეე იცი მე.....
-ვიცი შვილო მე ყველაფერი ვიცი
ბექამ გადაეხვია ელეენს და დედამის სთხოვა ცოტა ხნით წაეყვანა
-კი შვილო წაიყვანე შენთვის ჩამიბარებია
ელენე ასეთი გახარეული არასდროს ყოფილა
ბექამ მუხლებზე დამიჩოქა და ცოლობა მთხოვა მე დავიბენი და ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ ეს ვის ახსოვდა მთავარია ბექასთან ვიყავი და დავთანხმდი.
                                                                    * * *
23 ივნისი-დღეს ჩემი უბედნიერესი დღეა ჩემი ქორწილი. იმ ადამიანს მივყვები  ვინც თავზე მეტად მიყვარს.ჩემს თავს ვუყრებდი სარკეში და მახსენდებოდა ის ბედნიერი წუთები დღეები რომელიც მე და ბექამ ერთად გავატარეთ და დღეს ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ოთახში ანანო შემომივარდა ელეეე რას აკეთებ ცოტა დაუჩქარე ყველა შენ გელოდება , ჰო დამელოდე გამოვალ . ოთახიდან რომ გამოვედი ბექა ადგილზე გაშეშდა -ღმერთო ჩემო რა ელე რა ლამაზი ხარ!!
-მიყვარხარ ბექა!
-მეც ძალიან...კარგი წამოდით ეხლა სწრაფად ეკლესიაში დაგვიყვირა ანანომ ის ჩვენზე მეტად ნერრვიულობდა.
დადგა ის მომენტი როცა გაისმა ეს ფრაზა თქვენ ცოლ ქმარი ხართ ! ბექამ ხელში ამიტაცა და გულში ჩამიკრა.
მე და ბექა ვსეირნნნობდით იმ კორპუსის წინ სადაც ერთმანეთი პირველად დავინახეთ. -ელენე მოიცადე შენთვის რაღაც მაქვს თვალები დახუჭე
-კარგი ვაიმე როგორ მაინტერსებს
-კარგი ეხლა გაახილე
თვალწინ ძალიან დიიდი ყუთი იდგა და მთხოვა გამეხსნა . გავხსენი და შიგნით ძალიან ბევრი ნაყინი იდო
-ვაიმე ბექა ძალიან მიყვარხარ და სამუდამოდ ასე იქნება
-უზომოდ მიყვარხარ და ყოველთვის ჩემი პატარა და წითელთმიანი ელენე იქნები.....

Tuesday, April 17, 2012

ქართულ მარაზმში გადაშვებული თაობა.!!

არსებობს ბევრი ამაზე სასიამოვნო თემა მაგრამ დღეს ამას ვირჩევ და იმედია მოხვალთ გონს და საკუთარ თავსაც აღმოაჩენთ!  "ყველაზე ლამაზები"; "ყველაზე საყვარლები"; "ყველაზე ტსლ ნაროდეე" და ა.შ. თემა მგონი გასაგებია ყველათვის და ახლა მოდი გადავავლოთ ამ "ყველაზეების" შექმნის ტრაგიკულ ისტორიას, თავისი უკუჩვენებითა და "ინტელექტის" ზეიმებით.   ვითომ მსგავსი პროფილები არ გვაკლდა და ახლები ახალი იდეებით და გეგმებით გაიხსნა სახელწოდებით "ვაი თქვენს პატრონს. " პატარა ქალაქის დიდი ჭორები" .თუკი ვინმე აღმოაჩენდა ლამაზ გოგონას, რომელიც არ მოსწონს, თვლის მახინჯად რა თქმა უნდა იმ სურათის ქვეშ გროვდებოდა მილიონ ტრისტა კომენტარი, თუ როგორი სიმახინჯეა ეს გოგო, და ასევე თუ როგორი შურით და ბოღმით სავსეა "ცუდი კომენტარების" ავტორი. რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონს ე.ი. გშურს. :)  გრძელებოდა მათი ოდნო-ური მარაზმული ცხოვრება, სანამ აწ, უკვე მარკ ცუკერბერგის შექმნილი ფეისბუქი არ გახდა ცნობილი მარაზმით სავსე ქვეყანაში. გადავბარგდი ფეისბუქზე და მხოლოდ 2-3 თვე ვიყავი მშვიდად მსგავსი პროფილებით, თუმცა ისინი იმდენად ძლიერები არიან, თავისი არმიით მეც დამირღვიეს სიმყუდროვე და გოგონებიც შეაწუხეს სურათებზე დატაგვებით.
როდესაც შევდივაარ და ვაკომენტარებ რაღაცას შემდეგ მხვდება მსგავსი კომენტარები 
-
"auu ShuRi oXeRiiaa !!!"

-"SheN GaDi Ra Win XaR.. caDi SarkeShi ChaiXeDe"
-"vitom amaze uketesi xar? sulac ara..:) warmomidgenia shen ras gavxar. amaze rogor unda tqva rame.. !!! ( კომენტარები წამში უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს)
როდის მორჩება მსგავსი მარაზმი ? შენი აზრი თუ არ ემთხვევა "ყველაზეები"-ს შემქმნელს, შურიანიც ხარ, ბოღმაც, უზრდელი ბოჩ(ჭ)კაც, დაკომპლექსებულიც და ა.შ. და ა.შ. 
ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ქმნიან პროფილებს, დებენ ყველა "ცნობილ ფეის"-ს რომელიც ოდნოკლასნიკის დროიდან არის ცნობილი და ჩხინკავენ იქვე თავიანთ და თავიანთი დაქალოჩკების სურათებს. ზედ მიმდინარეობს უამრავი მეგობარი "ყველაზე საყვარლები/ძერსკები/ ტსლ ნაროდი/ -ის დათაგა.და დაე ისინი იყვნენ ყველაზე ლამაზები, და უ_ლამაზესები,გაჩითულები საკუთთარი პროფილის ხარჯზე. და საინტერესოა, 800 გოგოს სურათის ნახვა პროფილში, რომელსაც ჰქვია "ყველაზე ულამაზესები". უ-ლამაზესი აღმატებით ფორმაა და მხოლოდ ერთზე ითქმის.:) 

იმედია მოეგებით გონს, თუკი საკუთარ თავებს აღმოაჩენთ სტატიაში. რადგან როცა იქმნება მსგავსი გვერდები ისინი დეპრესიაშ ვარდებიან. არავის არ ააქვს იმის უფლება რომ განიხილოს სხვისი ცხოვრება, და დაცინონ სხის სურათებს, გამოაქვეყნონ მათი პირადი შეტყობინებები და ა.შ.!!!! 

ქრისტე აღსდგა..! ჭეშმარიტად აღსდგა..!

გილოცავთ ყველა ამ უდიდეს ბრწყინვალე დღესასწაულს რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, და დიდი ინტერესით და რწმენით ველოდები. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

Thursday, March 8, 2012

ქალის სურნელით მოდის გაზაფხული...**))







ძვირფასო მეგბრებო! აი დადგა გაზაფხულის ყველაზე ნაზი და დახვეწილი დღესასწაული 8 მარტი. და აი ამ დღეს ჩვენ გვსურს ქალბატონები დავმუხტოთ დადებითი ემოციებითა და სურვილებით. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულსა და სიხარულს.გაზაფხულის პირველი თვე ქალბატონების უმეტესობას განსაკუთებით უყვართ, რადგან 3 მარტი დედის დღე, ხოლო 8 მარტი, ათწლეულების ტრადიციით, ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება,
 
 საქმე ის არის, რომ ახლა 8 მარტის დღესასწაულს მნიშვნელოვნად ერთი მხრივ ისინი  მიიჩნევენ, ვინც ამ დღეს ყვავილების ჩუქებას ან მიღებას მიეჩვია, ხოლო მეორე მხრივ – ვისთვისაც აღნიშნულ დღესასწაულს იდეოლოგიური მიზნები აქვს. 
ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერება და ულევი სიხარული არ მოკლებოდეს პირველ რიგში ჩემს თავს და შემდეგ ყველა ქალბატონს <333
ჩემს გოოგონებსაც მივულოცავ მიყვარხართ ბავშვებო <333



*_*...8 მარტი...*_*

Saturday, March 3, 2012


ჩემთვის ყველაზე ლამაზ და საყვარელ დედას ვულოცავ დედის დღეეს..**)) <33 დეე ძალლიიან მიყვარხარრ <333საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული, დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.
ადრე როცა პატარა ვიყავი წერრილებით ვულოცავდი დედის დღეს ...**)) ხან ყვავილებს ვჩუქნიდი :DD დღეს სახლი დავალაგე :DD...**)) დე ხომ იცი როგორ ძალიიან მიყვარხარ ჩემო ლამაზო და სათუთო<3333 <333 <333 

Friday, March 2, 2012

"შური არს მწუხარება სხვისა კეთლსა ზედა"

                                                                    * * *
რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამათუ იმ დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს .
ხვეულთმიანი გოგონა რომელსაც ყოველდილით უჭირს თმის ურჩი თმის დალაგება , შენატრის თავის დაქალს რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს.
მძღოლს რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანის მძღოლების. ვერ დაასახელეთ ადამიანს რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა.განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს ვიდრე სხვებს. ვიღაცას კი ისე ხშირად შურს რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება.საზოგადოება შურს არ ამართლებს, ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება . ზოგიერთი ადამიანისგან გაიგებთ: "თეთრი შურით მშურს" -ამბობენ რომ "თეთრი შური ხშირი ხმარებისგან შავდება ,საკმაოდ ცხოვრებისეულად ჟღერს და რაშია განსვავება ტეთრსა და შავ შურს შორის ..?განსხვავება თვითონ ამ  გრძნობასა და მიმართულებაშია. თეთრი შური შეიძლება განიხილოს როგორც შური რომელიც უჩვენებს ამ ადამიანი შემდეგი გავითარების ვექტორს რომელმაც განიცადა იგი. ხოლო შავი შური მომწამვლელია  , იგი წამლავს როგორც მოშურნის სულს ისე შურის ობიექტს . ამგვარად თეთრი შურიც შურია მაგრამ ისეთი რომელიც სტიმულს აძლევს ადამიანს განვითარდეს , ხოლო შავი შური შიგნიდან ჭამს და ანგრევს ურთიერთობას. ~
P.S ეს თემა ქართულში მქონდა დასაწერი რამაც მოწონება დაიმსახურა ამიტომ გადავწყვირე მეც ჩემს ბლოგზე დამეპოსტა და სხვები დაფიქრდებიან და მიხვდებიან,
რომ შური გვავნებს ჩვენ და ჩევენს იგრვლივ მყოფ ადამიანებს...**))
მიყვარხართ ჩემო ერთგულო მკითხველებო...<333
                                  მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება..)).....**)))

მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ....


იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!

ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ♥...


ისევ ჩვენს მუსიკას ვეფერები .. ისევ ისე ვმღერი ჩემებურად .. ისევ აკორდებით გეფერები .. მე ისევ მიყვარხარ ძველებურად ♥




-რას ვგრძნობ ახლა? და, რას გინდა, რომ ვგრძნობდე? ტკივილს? სინანულს? არა! უბრალოდ იმედგაცრუებას, ის რომ შევცდი შენში…


ზოგიერთ მდაბიოს ნუ ეგონება,რომ მისი უსუსური არსებობა ჩემი ყურადღების ღირსია... ;)

ურთიერთობა=გოგო+ბიჭი+1 შურიანი, რომელიც ყველაფრის განადგურებას ცდილობს!


ყველაზე მტკინვეული რამ შენი და იმ ადამიანის სიშორეში ის არის, რომ უბრალოდ არ იცი - მოენატრები თუ დაგივიწყებს.


გულში არ დამრჩა ბოღმის ადგილი, ყალბი სიტყვებიც აღარ მჭირდება, ჩემი დაკარგვა არის ადვილი, მაგრამ... მოძებნა გაგიჭირდება...


მიდი .. მიდი მიმატოვე , წადი სხვასთან , მაგრამ რომ მობრუნდები მე შენი აღარ ვიქნები... : ) რატომ მობრუნდები? იმიტომ რომ ვერ შეგიყვარებს სხვა ჩემსავით...


მადლობა, რომ გამიღიმე.. ახლა ჩემი დღე გაცილებით ლამაზი იქნება... ☺


როდესაც გოგო ბიჭს ასმენინებს მუსიკას, ესეიგი ამ მუსიკაში ის სიტყვებია, რისი თქმაც მას ბიჭისთვის უნდა.. ♪ ♫ ♩ ♬


Thursday, February 9, 2012

თამო...ნიჭიერი თაობა..!


დღეისთვის პოსტი ჩემს უნიჭიერეს და ულამაზეს დაქალეს ეხება. 14 წლის გოგონა და ხატვის საოცარი ნიჭი აქვს .., მის თითოეულ ნახატში სხვადასხვა აზრია ჩადებილი..,! არ გავს მის ტოლ ბავშვებს..! თითოეული ნახატი მის ხასიათს და განწყობას ასახავს.
 ადრეც ხატავდა მაგრამ ასე არ ვაქცევდით მის ნახატებს ყურადღებას მაგრამ ახლა სრულიად შემთხევით რასაც ხატავდა სურათებს უღებდა და სოციალურ ქსელზე  ფეისბუქზე ტვირთავდა რასაც მეგობრებისგან და ნაცნობებისგან გაოცება გამოიწვია..! მათ შორის ჩემიც ასე რომ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე გამეკეთებინა პიარი თავისი ნახატებისთვის...! მოკლედ ეხლა მეტი რომ არ ვიტლიკინო თამოს შემოქმედების ნაწილს წარმოგიდგენთ...!





















http://www.facebook.com/profile.php?id=100002181396508
 ეს კი მისი ფეიბუქია თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ..**)))




Saturday, February 4, 2012

ჩემი თხოვნაა...**))


სოფო ფირცხალავა

არის ასეთი კონკურსი გაიცანი "გოგონა გარეუბნიდან" სადაც მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას ერთ ერთი ჩემი დაქალი სოფო ფირცხალავაა და ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ და მოიწონოთ ეს სურათი ..**))
 ეს კი ლინკია სადაც თქვენ უნდა შეხვიდეთ...**)) http://www.facebook.com/photo.php?fbid=264736003597158&set=a.263309923739766.58656.130166863720740&type=3&theater


ძალიან გთხოვთ თქვენი მოწონება ჩვენთვის მნიშნელოვანიაა და ნუ დაიზარებთ...**))


Friday, February 3, 2012

New York...**))




 ქვეყანა: აშშ

შტატი: ნიუ იორკი


მოფერებითი სახელები :დიდი ვაშლი, Gotham, სამყაროს ცენტრი,ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს.

ნიუ იორკის დროშა


შედგება მრავალი კუნძულისგან მათ შორის სამია მთავარი: Manhattan, Staten Island, და Long Island.

New York ♥
New York ♥
New York ♥
New York ♥
New York ♥ 




ეს ქალაქი ბევრისთვის საოცნებოა ასევე ერთერთი მათგანი ვარ მე ვგიჟდები ეს ქალაქი ისე მიყვარს და მომწონს მისი ყოველდღიური  დღის  რიტმი...**)) 

ნიუ იორკი - ნიუ იორკს მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებენ, თუმცა ის ამერიკის დედაქალაქიც კი არ არის. საინტერესოა რით დაიმსახურა მან ეს აღიარება. ნიუ იორკი მდინარე ჰუძონისა და ატლანტიკის ოკეანეს შორის მდებარე კუნძულებზეა გაშენებული. მისი უძველესი ნაწილი ნიუ იორკის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის- მანჰეტენის სამხრეთით მდებარეობს. ევროპიდან გადასახლებულმა ჰოლანდიელებმა აქ ახალი ამსტერდამი დაარსეს. შემდეგ ეს მიწემი ემიგრანტი ინგლისელების მფლობელობაში გადავიდა და სახელიც იორკის ჰერცოგის პატივსაცემად დაერქვა. ამ ორი სახელის შერწყმით წარმოიშვა ქალაქის დღევანდელი სახელი - ნიუ იორკი.



ნიუ იორკის კიდევ ერთი სიმბოლო ვაშლია. გადმოცემის მიხედვით, პირველი ემიგრანტების მიერ დარგული ხეებიდან პირველმა სწორედ ვაშლის ხემ გამოიღო ნაყოფი, ამიტომაც ვაშლი ყველაზე წარმატებული ქალაქის სიმბოლო გახდა.
ხელსაყრელი მდებარეობის გამო ნიუ-იორკი მალევე გაიზარდა. მიწა აქ ძვირად ფასობდა, ამიტომაც XX ს-ის დასაწყისიდან ნიუ იორკში მრავალსართულიანი შენობების აგება დაიწყო, რომელთა მსგავსი იმ დროს არსად იყო. აქ მუშაობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. ლითონისა და მინის უზარმაზარმა კონსტრუქციებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერი.



მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის ცენტრალურ რაიონებში მაღალი ნაგებობებია ჩამწკრივებული, მის ქუჩებს არ დაუკარგავს სიმყუდროვე. ცათამბჯენების ინდივიდუალობას განსხვავებული მასალის, ფერის, ფაქტურის გამოყენება განაპირობებს. ღამით გაჩირაღდნებული ქალაქის ქუჩები ისეთივე ხალხმრავალი და მიმზიდველია, როგორც დღისით.



Saturday, January 21, 2012

ჩახუტების დღეს გილოცაავთ **))


დღეს 21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღედ დაასახელეს და ვისაც უცნობი ადამიანი ჩაგეხუტებათ უხეშად ნუ მოიშორებთ და თქვენც ჩაეხუტეთ<33ეს დღესასწაული დაარსდა აშშ-ში, 1986 წელს, სახელწოდებთ – “ეროვნული ჩახუტების დღე”. დრო და დრო ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც შეიცვალა – ” ჩახუტების საერთაშორისო დღე”. ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ ყველას: ნაცნობს თუ უცნობს, პატარას თუ დიდს, კაცს თუ ქალს… ანუ ვინც ხელში მოგხვდებათ ::DDD )))
ყველას გაგვიიჩნდება კითხვა რატომ ან ვინ დაასახელა ვინ დააარსა ეს დღე..ეს დღე სტუდენტების მოფიქრებულია..!! 
ფსიქოლოგები თვლიან, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩაგეხუტოთ, სურთ თქვენში გამოიწვიონ უსაფრთხოების, კომფორტისა და სიყვარულის გრძნობა.<3

მეცნიერები დიდი ხანია აწარმოებენ მოხვევის სამკურნალო ძალის გამოკვლევას. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ენდორფინები-ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. მოხვევა ასევე ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.







Tuesday, January 10, 2012

ანჯელინა ჯოლს ორეული გამოუჩნდა...

ბევრი ცდილობდა და ცდილობს რომ ამ ქალღმერთს დაემსგავსოს მაგრამ ამაოდ ერთ ერთი მეგან ფოქსი იყო ის ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს რომ ის ჩემთვის იდეალია და მისაბაძი მაგალითიაო ...ასევე...უკრაინელი ტატიანა ვორჟევა ის ერთდროულად არის მოდელიც და მომღერალიც ტატიანა მონაწილეობდა უკაინულ ვარსკვლავების ფაბრიკაში მას  შეარქვეს უკაინელი ანჯელინა ჯოლი, მართალია ის მთლად არ წააგავს ანჯელინას მაგრამ ზოგიერთი რაკურსით მსგავსება ნამდვილად არის ..მაგრამ ეს სგავსებები სად შეედრება იმ მსგავსებას რომელიც ლინა სანდსა და ანჯელინა ჯოლს შორის არის მედია სივრცეში ჟურნალ გაზეთებში უკვე გავრცელდა ეს ინფორმაცია რომ ის თმის ფერითაც ძალიან გავს მას.





























ვინც არ უნდა ეცადოს ისინი მაინც ვერ შეედრებიან ის ერთადერთია და განუმიორებელი...**)) ვგიჟდები ანჯელინაზე ....**)))



Monday, January 9, 2012

Spangebob...*_*

სპანჩბობის შემქმნელები და მისი შექმნის ისტორია

სპანჩბობის შექმნის ისტორია დაიწყო 1993 წელს, მაშინ როდესაც ამერიკის ტელე ეთერში გამოვიდა ანიმაციური სერიალი Rocko"s Modern Life. ამ მულტიპლიკაციური სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი იყო სტივენ ჰილენბერგი - ანიმატორი და საზღვაო ბიოლოგი, მაგრამ ამისდა მიუხედავად მან უპირატესობა ვერ მოიპოვა და თავის კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია.

1996 წელს მაშინ როდესაც, ანიმაციური სერიალი Rocko"s Modern Life დასრულდა და დაიხურა, ჰილენბერგმა დაიწყო მუშაობა ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ანიმაციურ სერიალზე SpongeBob. მან შექმნა ანიმატორთა გუნდი დრეკ დრემონთან ერთად. დრემონი და ჰილენბერგი ადრეც თანამშრომლობდნენ, ამიტომ მათ არ გაუჭირდათ SpongeBob -ზე მუშაობა.
სერიალზე მუშაობის პროცესში, ჰილენბერგი იყენებდა პატარა კომიქსების იდეეებს.. და ის თან და თან უფრო ხვეწდა მუშაობის პრინციპს



სპანჩბობისთვის უნდა დაერქმევინათ "სპანჩბიჭი" , ხოლო ამ პერსონაჟს უნდა ეტარებინა წითელი ქუდი და თეთრი პერანგი ჰალსტუხით. როგორც შემდეგ აღმოაჩინეს ეს სახელი უკვე იყო რეგისტრირებული სხვა კოპანიის მიერ სწორეად ამიტომ სპანჩბობის შემქნელები იძულებული გახდნენ სერიალისთვის სხვა სახელი მოეფიქრებინათ

საინტერესო ფაქტები ანიმაციური სერიალის სპანჩბობის შესახებ

სკვიდვორდს გააჩნია მხოლოდ 6 ფეხი, იმისდა მიუხედავად, რომ ის არის რვაფეხა და რვაფეხას წესით და რიგით 8 ფეხი აქვს. უბრალოდ ანიმატორემბა გადაწყვიტეს რომ 8 ფეხის გათამაშება ძალიან რთულია იქნებოდა და აიტომ გააკეთეს ასეთი არჩევანი

სპანჩბობს აქვს ზუსტდ 40 ხვრელი

სპანჩბობის შემქნელი და ავტორი არის სტივენ ჰელენბერგი. ყოფილი საზღვაო ბიოლოგი და მასწავლავბელი, რომელმაც ისწავლა ანიმაციის გაკეთება ხელოვნების სკოლაში. როგორც სპანჩბობი, ასევე სტივენიც ოდესღაც მზარეულად მუშაობდა ზღვის პროდუქტების რესტორანში.

სპანჩბობი დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს, მაგრამ გასაკვირია რომ მან კრაბთან მუშაობა დაიწყო მხოლოდ 1999 წელს

სპანჩბობს თვისი არსებობის განმავლობაში ჰყავდა მხოლოს სამი ლოკოკინა . მათ შორის ერთი ყველაზე პატარაა

ქვის უფსკრულში უცნაური თევზების გარდა ცხოვრობს ერთი ნორმალური



დღეს-დღეობით მსოფლიოში სპანჩბობი იმდენად პოპულარულია, რომ მისი ათასობით ნივთი არსებობს...**))


^_^ მეც მიყვარს სპანჯბობი...=))) <3



Facebook_ის ახალი სმაილები ...^_^

სხვადასხვა გვერდებზე გამოჩნდა ლინკები რომ ფეისბუქს ახალი სმაილები დაემატა ...ისინი აჭრელებულია რომლის მთავარი გმირები ე.წ ''ტროლფეისი'' და მასთან დაკავშირებული 
პერსონაჟები არიან. მათი კომიქსები ძირითადად იმგვარ სიტუაციებს აღწერს, რომლებიც
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გადაგვხდენია ან თუნდაც წარმოგვიდგენს რამდენიმე
ნაწილად დაყოფილ მოვლენას, რომელიც საბოლოოდ ძალიან სასაცილოდ სრულდება.
სწორედ ამ პერსონაჟებს უკავშირდება ''ფეისბუკის'' პატარა დამატება. კერძოდ, ჩატში გამოჩნდა
ახალი, ''ტროლფეისის'', ''Forever alone''-ს და სხვათა სმაილები, რომლებსაც სიმბოლოების სახით
ვერ გავგზავნით. მათ გამოსაყენებლად სპეციალური, მარტივი კოდების გადაკოპირება და
ჩატის ფანჯარაში ჩაგდებაა საჭირო და აქ, სწორედ ამ კოდებს წარმოგიდგენთ.


კოდები ''სმაილების'' გამოსაყენებლად:
[[171108522930776]] Troll Face
[[164413893600463]] MEGUSTA
[[218595638164996]] YAO
[[189637151067601]] Lol
[[129627277060203]] Poker face.
[[227644903931785]] Forever ALONE.
[[100002752520227]] OKAY
[[105387672833401]] F**K YEA.
[[100002727365206]] CH AC.
[[125038607580286]] Forever alone navidad.
[[143220739082110]] FK KIDDING ME.
[[168040846586189]] Feel like a Sir.
[[169919399735055]] NOT BAD
[[142670085793927]] M O G.
[[170815706323196]] Cereal Guy
[[167359756658519]] NO
[[224812970902314]] Derp
[[192644604154319]] Derpina
(გასაგზავნად უბრალოდ გადააკოპირეთ სასურველი კოდი, გახსენით
''ფეისბუკის'' ჩატი და ჩააგდეთ.)




ძალიან გამაოცა ამ სიმღერამ და ამ ადამიანის ისტორიამც ძალიან მეცოდება და შემიყვარდა ეს სიმღერა **((( **(( *(**(*(**(*(








07.01.2012


მე და ჩემმა დაქალებმა გადავწყვიტეთ სურათების გადასაღებად წასვლა ...შობის დღესასწაული იყო თან დიდი ხანია ნანახი არ მყავდნენ და მომენარრნენ და წავედი ერთერთან თამოსთან სადაც მეორე დაქალი ნიინი დამხვდა იქ მოვემზადეთ და ქავედით ტყეში სურათების გადასაღებად ნუ ძალიან გავერთეთ და დავიღალეთ კიდეც...:DDD**)) ბევრი სასაცილო რამ გადაგხვდა ჩემს დაქალს ფოთლებში ჩაუვარდა და წაიქცა და ნუ მე და ნინიმ გავიცინეთ და მერე მეც წავიქეცი აი რა იცის როდესაც სხვას დასცინი :DD :Xxx:|||
ნუ შემდეგ რაღაც გიჟური სურათი მინდოდა როგორც მჩვევია და წავიქეცი და თმებში ისეთი რაღაცებიი მქონდა ძვლისვ მოვიშორე ამაზე ერთი ამბავი ავტეხე :DDD))  იქედან ძალიან დაღლილები წამოვედით ...**)) საბოლოოდ ძალიან კარგი იყო <333





მეტი სურათის დადება შემეზარა აგვიანდება ვისაც გაინტერესებთ დდამამატეთhttp://www.facebook.com/profile.php?id=100002416925301
<333