Saturday, June 9, 2012

XXI საუკუნის ლიდერები.!!

       XXI ეს ის დრო და ეპოქაა, სადაც თითოეულ ჩვენგანს ერთი მიზანი გვამოძრავებს, ეს ლიდერობისკენ სწრაფვაა, მაგრამ ამის განცდა ყველას როდი შეუძლია, მხოლოს ერთეულები იბადებიან თავის სფეროში ლიდერად ან თუნდაც მთელი მსოფლიოს ლიდერად. ამ ხალხის გარკვეული ნაწილი თავის დამკვიდრებისთვის ყველაფერს აკეთებს,მაგრამ შედეგზე არ ფიქრობს .
     დღესდღეობის ჩვენს გარშემო, პრესა იქნება ეს, თუ ტელევიზია აქტუალურად არიან პოლიტიკური ლიდერები, ისინი უნდა სარგებლობდნენ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ნდობით.  ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც ღვთისგან აქვს მინიჭებული უფლება მართოს ქვეყანა ხალხის სასიკეთოდ. ასევე ეს არის ადამიანი, რომელსაც ხალხმა მიანიჭა უფლება განაგოს მათი ბედი.
     ლიდერი არის მაგალითი თითოეული ჩვენგანის, მაგრამ, ასევე, როგორც მედლის ორივე მხარე არ ბრწყინავს , არსებობენ "თვითმარქვია" ლიდერები, რომლებიც პრივილეგიას პირადი მიზნისთვის იყენებენ, დევნიან განსხვავებულ აზრს , აწესებენ ცენზურას , და თითოეულ წარმატებას საკუთარ თავს მიაწერენ .

      ლიდერები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ პოლიტიკური კუთხით , ყველა ადამიანში ჩნდება იმის განცდა , რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამა თუ იმ საკითხს.და ბოლოს არ არსებობს სფერო, რომელსაც შეიძლება ლიდერი არ ჰყავდეს.


No comments:

Post a Comment