Saturday, January 21, 2012

ჩახუტების დღეს გილოცაავთ **))


დღეს 21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღედ დაასახელეს და ვისაც უცნობი ადამიანი ჩაგეხუტებათ უხეშად ნუ მოიშორებთ და თქვენც ჩაეხუტეთ<33ეს დღესასწაული დაარსდა აშშ-ში, 1986 წელს, სახელწოდებთ – “ეროვნული ჩახუტების დღე”. დრო და დრო ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც შეიცვალა – ” ჩახუტების საერთაშორისო დღე”. ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ ყველას: ნაცნობს თუ უცნობს, პატარას თუ დიდს, კაცს თუ ქალს… ანუ ვინც ხელში მოგხვდებათ ::DDD )))
ყველას გაგვიიჩნდება კითხვა რატომ ან ვინ დაასახელა ვინ დააარსა ეს დღე..ეს დღე სტუდენტების მოფიქრებულია..!! 
ფსიქოლოგები თვლიან, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩაგეხუტოთ, სურთ თქვენში გამოიწვიონ უსაფრთხოების, კომფორტისა და სიყვარულის გრძნობა.<3

მეცნიერები დიდი ხანია აწარმოებენ მოხვევის სამკურნალო ძალის გამოკვლევას. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ენდორფინები-ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. მოხვევა ასევე ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.







No comments:

Post a Comment