Friday, November 11, 2011

სასკოლო სახალისო შემთხვევები..**))

მიუხედავად იმისა რომ სკოლა მოიხსნა მაინც რატომღაც გადავწყვიტე ეს თემა გამეკეთებინა და საკლასო სახალისო  შემთხვევები გამეხსენებინა რომელიც ჩემთან ყოველ გაკვეთილზე თითქმის სულ ხდებოდა და იმედია მოხდება ისევ :D როდესაც მასწავლებელი გარეთ გადიოდა ან დირექტორი დაიბარებდა ჩვენი კაბინეტი ჯუნგლებს ემსგავსებოდა ყველაფერი ირეოდა ამის ინიციატორები კი უმეტესად ბიჭები იყო.., იმას არ ვამბობ რომ არც ჩვენ არ ვაშავებდით რამეს მაგრამ უმეტესად იმისი იხვეოდნენ შარში და სულ დირექტორთან იძახებდნენ მოკლედ რა არ ხდებოდა..! არსებობდა და არსებობს კიდეც ისეთი მასწავლებლები ვისთანაც როგორც გინდა ისე მოიქცევი ნუ როგრც გინდა შეიძლება ეს გადამეტებული ნათქვამია მაგრამ ასეა :D ხოლო ზოგი კი ისეთია გაკვეთილზე გატრუნული უნდა იჯდე 45 წუთის განმავლობაში..,აი მაგალითად გამოცდების წინ რამოდენიმე თვით ადრე სულ გვაფრთხილებდნენ კარგად თუ არ მოემზადებით ჩაიჭრებითო და იქ არავინ არ მოგეხმარებათ აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვებიო ..!!! აი მოვიდე ის დღე მასწვავლებლები რომ გვაშინებდნენ :D ყველა გადაწერის პროცესშია:)რამოდენიმეს გარდა ამათში ჩემს თავსაც ვგულისხმობ მართლა არ ვიწერდი :D



არც ერთი არ ჩავჭრილვართ საბედნიეროდ :D ვერც იმ მასწმა ვერ ამოიღო ხმა :D 
მაგრამ შემდეგ ისევ გაგრძელდა ეს გაკვეთილები 45 წუთის განმავლობაში თითქოს ციხეში ხარ მაგრამ აი უცებ 45 წუთიანი გაკვეთილების შემდეგ სანატრელი ზარი ირეკება. ამ დროს ნებით
თუ უნებლიედ სიხარულით წამოხტები და უცებ მასწავლების ხმა: ზარი ირეკება
ჩემთვის და არა შენთვის - აი ამ მომენტში ვბრაზდებით ყველაზე მეტად :D

ის ბედნიერი მომენტი როცა საკონტროლოს დროს მასწავლებელი
ჟურნალში იხედება და შენ თავისუფლად იწერ მეგობრისგან
 - გვგონია რომ ვერ გვხედავ მასწავლებელი თუმცა ის ყველაფერს ამჩნევს :D და წყნარად და აუღელვებლად გვეუბნებე მიატოვე წერა და გადი გარეთ :D
ყოფილა სხვა საბედნიერო მომენტებიც მაგრამ შემდეგ გებულობ რომ ეს ტყუილია აი მაგალითად ეს---->ის ბედნიერი მომენტი როდესაც კლასში ბავშვი ყვირილით შემოდის დღეს 
მასწავლებელი (ამა თუ იმ საგნის, რომელსაც ყოველთვის ძირითადად გვარით
მოვიხსენიებთ) არ არიიიიიის !! და ის საშინელი მომენტი, როცა გაიგებ რომ ეს ტყუილია.
:D
როდესაც სკოლა იხსნება მაშინ ყველა გვენატრება (მთლად ყველა არა :D მაგრამ მაინც გვენატრება...!!**))













იმედია მოგეწონებათ...!!!**))

No comments:

Post a Comment