Friday, November 11, 2011

ფეხსაცმელი ყველა სიტუაციისთვის..**))

ფეხსაცმლის სწორად არჩევა ადვილი არ არის მას დიდი დაკვირვება სჭირდება მაგალითად მე ფეხსაცმელს იმის გათვალისწინებით ვარჩევ თუ რომელ ტანსაცმელს მოუხდება სანამ საყიდლად წავალ ჯერ ჩემს გარდერობს გადავხედავ და შემდეგ თამამად შემიძლია არჩევა, წელს აქტუალური იყო ე.წ "ბალეტკები" ყველა ასაკის გოგოს ამშვენებს ...*)) 
თუ ყოველდღიური ფეხსაცმელების შეძენა გსურთ და ამასთანავე დღის განმავლობაში დიდხანს გიხდებათ ფეხით სიარული, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ პრაქტიკულ ფეხსაცმელებზე, ნეიტრალური ფერის და დეკორატიული დეტალების გარეშე, რომელთაც ექნებათ არაუმეტეს 2-4 სმ სიმაღლის ქუსლები. 
ყოველდღიურად სახმარად ასევე არასასურველია სქელი პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელებიც. ასეთი ფეხსაცმელები არ არის დრეკადი და სიარულის დროს ძალიან ღლის ფეხებს ჩემი ასაკის გოგონებს ძალიან იზიდავს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები რაც ძალიან არ შეიძლება ის ფეხს ამახინჯებს და კუნთებს აჩენს ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის ბავშვის ფეხზე ძალიან ცუდად ჩანს(ძალიან თხელ ძირიანი ფეხსაცმელიც არ არის მიზანშეწონილი) 
ფეხსაცმელისათვის საუკეთესო მასალას წარმოადგენს ტყავი. სანამ ჩაიცმევთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბუნებრივი მასალებისაგან არის ფეხსაცმელი შეკერილი. ძირები უნდა იყოს რბილი და მოქნილი..  რომ გაგვიადვილდეს სიარული და კომფორტულადვიგრძნოთ თავი..!და ბოლოს, გადაწყვიტეთ რამდენი ფულის დახარჯვას აპირებთ ამ სიამოვნებისათვის. თუ თქვენ ეძებთ ხარისხიან და გამძლე ფეხსაცმელებს, რომლებიც უნდა გემსახუროთ არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, არ დაიშუროთ ფული მის შესაძენად და მიაშურეთ კარგ მაღაზიას. ეს არის რაც მე დღეისთვის მოგიმზადეთ..*)) 

No comments:

Post a Comment