Friday, November 11, 2011

ვირტუალური სიყვარული თუ უბრალოდ მარაზმი?..**))

     


არიან ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით ცხოვრობენ, არ შეუძლიათ რეალური ურთიერთობა და თავს ვირტუალურ ცხოვრებას აფარებენ. ზოგისთვის ეს კომპლექსების დაფარვის ერთ-ერთი საშუალებაა, ზოგი კი უბრალოდ ერთობა. მაგრამ ამ პოსტში არ ვაპირებ ინტერნეტის და ვირტუალური ურთიერთობების დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოწერას, უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო სიყვარულზე, რომელიც კომპიუტერის მონიტორს არ სცდება.
მე, რომ კითხვა დამისვათ არსებობს თუ არა ვირტუალური სიყვარულიო, ალბათ ვერ გიპასუხებთ სრულყოფილად. უფროსწორად არცკი ვიცი რა ვთქვა იმიტომ, რომ ამ საკითხზე ჩემი აზრები ორად იყოფა და ორივეს დამტკიცება შემიძლია შესაბამისი არგუმენტებით. მაგრამ მყარი აზრი ვირტუალურ სიყვარულთან დაკავშირებით მაინც არ გამაჩნია.
პირველი ვარიანტი არის ის, რომ არსებობს შეჩვევის ფაქტორი. როცა ყოველდღე წერ ადამიანს, გაქვს დადებითი ურთიერთობა მასთან, როცა ოFFლაინშია გენატრება და არასრულყოფილების შეგრძნება გაქვს უიმისოდ შენ გგონია, რომ გიყვარს და ალბათ შენს წარმოსახვაში ზუსტად ეს არის ვირტუალური სიყვარული. მაგრამ ამ ყველაფერს უბრალოდ მიჩვევა ჰქვია.
მაგრამ არის მეორე ვარიანტი, როცა ეს სულაც არ არის მიჩვევა და ეს ვირტუალური ურთიერთობა ქორწინებით სრულდება. ან ჩემს შემთხვევაში ახალი მეგობრის (დაქალის) შეძენით. თურმე არ ყოფილა საჭირო, რომ ჩვენი მშობლები ძალიან კარგი დაქალები ყოფილიყვნენ და ერთად აერჩიათ ჩვენთვის შესაფერისი სკოლა, სადაც ერთად უნდა გვესწავლა და მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვყოფილიყავით. ამ ყველაფრის როლი ითამაშა უბრალოდ ერთ-ერთმა ფორუმმა. ახლა ეს ადამიანი ჩემი უახლოესი მეგობარია რომელთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს ♥ (რათქმაუნდა ეს იყო თემიდან გადახვევა, რადგან მე წინ მოყვანილ ვარიანტებში არ მიგულისხმია მეგობრული სიყვარული, ეს საერთოდ ცალკე თემაა, რომელიც ვირტუალური ურთიერთობის დადებით მხარეში შედის)
          

მოკლედ მე ვთვლი, რომ ადამიანთან უშუალო ურთიერთობით იზრდება ადამიანი, იღებს გამოცდილებას, სწავლობს ამა თუ იმ ქცევის ფორმას. ეს ხდება უშუალო ურთიერთობით, ვირტუალური სიყვარულით კი ვერაფერ მსგავსს ვერ შეხვდებით.
ვირტუალური ურთიერთობები – ეს არის მუდმივი განსჯის საგანი, რომელზეც ყველას ერთნაირი შეხედულება ვერ ექნება. ისე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, არსებობს თუ არა ვირტუალური სიყვარული და შესაძლებელია თუ არა ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა? (ოღონდ რათქმაუნდა არ ითვლება შეხვედრებზე სიარული, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ვირტუალური ურთიერთობა მონიტორის ფარგლებს არ სცდება)
 ..**)) 

No comments:

Post a Comment