Friday, November 11, 2011

Born This Way

მსოფლიოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, ზოგჯერ ვითრგუნები კიდეც  რომ ვხვდები ამდენს შორის  რა ძნელია არ დაიკარგო.  youtube ჩემი ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილია ინტერნეტ სივრცეში. ერთ სიმღერას რომ მოვუსმენ/ვუყურებ,  related ვიდეოებში თუ ქავერებია, აუცილებლად ვნახულობ და ასე შევყვები, შევყვები და უამრავ კარგ მომღერალს აღმოვაჩენ ხოლმე. საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს ზოგს, მილიონობით ნახვები და ინტერნეტით შეძენილი ფანების დიდი რაოდენობაც.
ზოგიერთი მათგანის მომავლით ვინტერესდები- თუ ვფიქრობ, რომ რაღაც პერსპექტივა არსებობს, subscribe-ს ვაჭერ და ვაკვირდები მოვლენების განვითარებას.
მაგალითად, Jessie J, რომელსაც ძალიან განსხვავებული და ძლიერი ვოკალი აქვს, თვითონ წერს სიმღერებს და რომელიც ასე ქავერ-ქავერ  და youtub-youtub (:D) გახდა პოპულარული ნელ-ნელა.   უკვე 2 კლიპი გადაიღო “Do it like dude” და “price tag”b.o.b-თან ერთად. გამოუშვა ალბომიც და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში მეტს და მეტს მიაღწევს ( ასევე გავიფიქრე თავის დროზე ჯასტინ ბიბერზე, ვიდრე გავიგებდი, რომ როცა მე მისი 10 წლის ასაკში ნამღერი ვნახე და ვთქვი “ეს ბავშვი ბევრს მიაღწევს”-მეთქი, აშერს უკვე ნაპოვნიც ჰყავდა და ჩემს ჭურში ვერ შემოღწეული პოპულარულობაც მოპოვებული ჰქონდა).
დაახლოებით ერთი თვის წინ, lady gaga-მ დააშეარა ვიდეო, ახალი სინგლის, born this way-ს ქავერი:             http://www.youtube.com/watch?v=xG0wi1m-89o 
ძალიან მაინტერესებდა რა ბედი ელოდა 10 წლის მარიას, რომელსაც როგორღაც მიაგნო გაგამ youtube-ზე (მერე რადიოში სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ცუდი დღე მქონდა და მარია რომ მაჩვენებს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავიო), დალინკა თავის 30 მილიონიან  ფეისბუქის გვერდზე და გადააშეარა ძალიან ბევრმა. გაგაც დავალაიქე, რომ თვალ-ყური მედევნებინა მიაქცევდა, თუ არა მომავალშიც ყურადღებას.
ამ ამბიდან მეორე-მესამე დღესვე დაიწყო- ლიმუზინით მიაკითხა რომელიღაც რადიომ სკოლაში, წაიყვანეს თავისთან, დაალაპარაკეს გაგას ტელეფონით, იქ შეპირდა, რომ თავისი ტურის ერთ-ერთ კონცერტზე დუეტს იმღერებდნენ და მერე ასეც მოხდა. სურათებიც დადო და დუეტის ვიდეო official-ზე ატვირთა.             
http://www.youtube.com/watch?v=1gndEMkgjXI&feature=player_embeddedელენმა თავის შოუშიც მიიწვია
 
http://www.youtube.com/watch?v=pX1QQArmCBk&feature=player_embedded
(სხვათაშორის ძალიან ჭკვიანია ასაკთან შედარებით) 


 მოკლედ რომ ვთქვათ და ვაღიაროთ- გული ამიჩუყდა ამ ყველაფერზე: ))
ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან დიდი სტიმულია დანარჩენებისთვის. შეიძლება ზოგისთვის შურის საბაბი გახდეს, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს… იღბლიანობა ქვია, თუ “ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენა”, 10 წლის მარიას გარანტირებული კარგი მომავალი აქვს და she deserves it. 

No comments:

Post a Comment