Friday, November 11, 2011

ცნობილი ადამიანები რომლებსაც არ უყვართ ლეიდი გაგა**))

ყველა ადამიანს ჰყავს ე.წ ჰეითერები. გამონაკლისი არც მომღერალი ლედი გაგაა, რომელმაც პოპულიარობა საკმაოდ მოკლე ხანში მოიპოვა და რა თქმა უნდა ბევრი "მტერიც" გაიჩინა. გაგას ჰეითერების რიცხვში ცნობილი ადამიანებიც შედიან. ვნახოთ თუ ვინ არიან ისინი და რას ფიქრობენ ლედი გაგაზე.
                         

პირველია გრეის ჯონსი, რომელიც ამბობს: " მე ვიმუშავებდი ისეთ მომღერალთან, რომელიც ასე ძალიან არ მბაძავს (გულისხმობს გაგას). უფრო ორიგინალური მომღერლები მხიბლავს."

             
მერლინ მენსონი: " ვისაც გინდათ შემადარეთ, მაგრამ არა გაგას და იმ ქალს, მოიცა... რა ქვიაა?! ხო, ჯეისი ჯი. ვერ ვიტან, როცა ამ ორ მომღერალს მადარებენ, რადგან ძალიან არ მინდა მათ რამეთი ვგავდე."         
M.I.A: "ლედი გაგა ცდილობს მიბაძოს გრეისი ჯონსს და მადონას, მაგრამ გაგას მუსიკა მხოლოდ ოც წლამდე ახალგაზრდებისთვისაა, რომლებიც იბიცაზე ერთობიან. ჯანდაბა! ლედი გაგა კარგი იმიტატორია."
        

მიშელ გონდრი: "მე ვუყურე გაგას რამოდენიმე ვიდეოს და ბოლომდე ვერც დავამთავრე მათი ყურება. კარგი შემსრულებელი კარგი ხარისხისაკენ უნდა ილტვოდეს და ლედი გაგა ამ საკითხში ძალიან უბრალოა."

           

სენდი რიოსიტელეწამყვანი: " ლედი გაგა, ბიონსე და მსგავსი შემსრულებლები-ეს ჩვენი გონებისათვის ჯოჯოხეთია. ხალხი ინტერესდება იმით, თუ ვისთან აქვთ სექსი მათ, ლესბოსელები არიან თუ არა და ასე შემდეგ. საშინელებაა, რომ ხალხის ინტერესები მხოლოდ ამით იფარგლება."

                  
სპენსერ პრატი: "ლედი გაგას ფასი ხუთი თეთრიც არაა, ჰეიდი მონტაგიც კი მასზე ნიჭიერია.
           
ნოელ გალაჰერი: " ლედი გაგა? ეგ ვინღაა?! ალბათ ჩამეძინა და რაღაც გამომრჩა, არა?! "

აი მე ეს რომ წავიკითხე ძალიან გამიკვირდა ლედი გაგა  ბიონსე და ჯეისი ჯი ძალიან მომწონს და არ ვეთანხმები ამათ აზრს მაგრამ მაინც გადავწყვიტე ეს პოსტი დამედო...**)) 

No comments:

Post a Comment