Friday, November 11, 2011

ყავის ეფექტი, ანუ უბრალო ილუზია....**))

         

ალბათ ბევრ თქვენთაგანს ვერ წარმოუდგენია დილა ფინჯანი ყავის გარეშე. არ დაგიმალავთ და მეც თქვენს რიცხვს მივეკუთვნები. ითვლება, რომ კოფეინი ადამიანს აფხიზლებს და ტვინის სტიმულირებას იწვევს. თუმცა ბოლო გამოკვლევებით ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა დაადგინა, რომ ეს ასე არ არის icon biggrin ყავის ეფექტი, ანუ უბრალო ილუზია
როგორც ყოველთვის საქმეს ექსპერიმენტის გარეშე არ ჩაუვლია. ინგლისში შეკრიბეს 880 ადამიანი, რომლებსაც ძალიან უყვართ ყავა. მათ მისცეს თითო ფინჯანი ყავა და მოატყუეს, რომ იგი შეიცავს კოფეინს. საბოლოოდ მათ დააფიქსირეს, რომ მათი ხასიათი გამოცოცხლდა. რეალურად ეს ხომ უბრალო ილუზია იყო, რადგან ყავა არ შეიცავდა მთავარ სტიმულატორს icon smile ყავის ეფექტი, ანუ უბრალო ილუზია
ილუზიის დასამტკიცებლად მათ გარკვეული რიგი ტესტირება ჩაუტარეს ყავის დალევამდე და მას შემდეგ. აღმოჩნდა, რომ უკოფეინო ყავის დალევის შემდეგ მათ უკეთ გაართვეს თავი მოცემულ დავალებებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ყავის დალევის შემდეგ უცდის, რომ მას ენერგია მოუვა ორგანიზმში. ეს ფსიქოლოგიური ეფექტია. ანალოგიური ეფექტი იქმნება ჩვენთვის ცნობილ ფილმ Formula 51-ში სადაც უბრალო კანფეტი ნარკოტიკული საშუალება ჰგონიათ icon biggrin ყავის ეფექტი, ანუ უბრალო ილუზია
  ასე რომ მიიღეთ ნაკლები ყავა ეს თქვენთვის უკეთესი იქნება icon wink ყავის ეფექტი, ანუ უბრალო ილუზია..**))

       

         
....**))  <3

No comments:

Post a Comment