
მე ჯერ კიდევ წერის სტილის დახვეწის პროცესში ვარ, ვცდილობ რაც შეიძლება კარგად დავწერო, რომ ბევრი მკითხველი მოვიზიდო. ვისაუბრო თემებზე, რომელიც ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის აქტუალურია ან უბრალოდ რაიმე საინტერესო პოსტი დავწერო. ადრე ვფიქრობდი, რომ წერისთვის მთავარი იყო მხოლოდ სათაური და მიმართულება. დიდი ხანია რაც ერთი რამ აღმოვაჩინე: წერისთვის მხოლოდ ლოგიკა და წესები არ არის საჭირო, თითქმის ყველაფერი ემოციაზეა დამყარებული. ემოცია რომელიც შიგნიდან მოდის და რომელსაც ვერსად ვერ ისწავლი, ვერც სკოლაში და ვერც ვერსად. შენ ვერ ისწავლი თუ როგორ უნდა იყო კრეატიული, უბრალოდ გჭირდება დრო და სივრცე, რომ ყველაფერი გამოვლინდეს.
ხანდახან მაქვს მომენტები, როცა მართლა მინდა რაღაცის დაწერა მაგრამ ერთ წინადადებასაც კი ვერ ვწერ, მაგრამ ზოგჯერ პირიქით ხდება, გაოცებული ვრჩები კიდეც, თურმე რა სწრაფად შემძლებია კონკრეტული თემის დამუშავება. ზოგჯერ იმდენი იდეა მომდის ერთდროულად, რომ ნახევარზე მეტი მავიწყდება ხოლმე

მე არ შემიძლია დავწერო რამე, თუ არ შევიგრძნობ მას. ჩემი საუკეთესო იდეები მოდის გულიდან და მერე ფურცელზე ან ბლოგზე გადმომაქვს. ზედმეტი კამათი არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ყველა მწერალს აქვს მუზა რომელსაც ის ეყრდნობა და მასზე აგებს თავის ნაწარმოებს. ზოგისთვის მთავარი ბიძგი, რომ რამე დაწეროს სიყვარულია, ზოგისთვის კი უბრალოდ ამინდი. ზოგისთვის ბუნების ხედი ზოგისთვის კი კაფე. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად როდის მომდის მუზები და როდის მინდება ყველაზე მეტად წერა,შეიძლება უბრალოდ ერთმა ადამიანმა შთამაგონოს რაიმე, ან მუსიკამ..**))
No comments:
Post a Comment