Friday, November 11, 2011

Teenager..!**))

საერთოდ თინეიჯერებზე ამბობენ რომ ძნელი ხასიათი აქვთ,ჭირვეულობენ,უფრო მეტს ნერვიულობენ და განიცდიან რაღაცაზე, ვიდრე სხვა ,არათინეიჯერულიასაკის დროს, მაგრამ ეს ხომ მართლა ასეა? მიუხედავად ამისა ჩემი აზრით ეს ასაკი ადამიანისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი,მთავარი,საინტერესო და სახალისოა!!! ამდროს ადამიანი განიცდის გარკვეულ ჩამოყალიბების პროცესს როგორც სულიერ და გონებრივ ასევე ფიზიკურ და გარეგნობრივ საკითხში. მაგალითად ამ დროს ადამიანი ხშირად იცვლის სულიერ განწყობას,თვისებებს,შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე.ასევე იცვლის გარეგნობას ეს ყველაფერი კი ჩვენდა უნებურად ხდება! აბა დააკვირდით თქვენ თავს, ალბათ შეამჩნევთ რომ თქვენი თავის,ფიზიკური გარეგნობისა და ხასიათის მუდმივად უკმაყოფილოები ხართ და კიდევ უფრო მეტს ითხოვთ საკუთარი თავისგან.

ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ეს ყველაფერი ღირს, რადგან ამ ასაკში უამრავი გასართობი შეიძლება გამონახოს  ან იქნებ ჩვენ ვფიქრობთ ასე.
აბა დაფიქრდიტ რაკარგია გვყავს დაქალები,უამრავი მეგობრები,უკეთეს შემთხვევაში შეყვარებულიც. გვაქვს უამრავი ახირებები რასაც უმეტესშემთხვევაში მშობლებს ვასრულებინებთ (თუ არ შეასრულონ კიდე ვისი აჯობებს ხო?) გვაქვს ჩვენთვის საყვარელი მოდა,ალბათ თინეიჯერების ცხოვრებაში მოდას,ჩაცმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩვენთვის,ყოველდღე იმაზე ფიქრმა თუ რა ჩავიცვათ ძალიან რთულია თუმცა ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ცხოვრების ხალისიც გვაქვს და ვიქრობთ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის არის**))

მაგრამ მოვა დრო და ასე არ იქნება ჩვენ ხომ ყოველთვის თინეიჯერობის ასაკში არ ვიქნებით..**))

No comments:

Post a Comment