Friday, November 11, 2011

რა ჩავიცვათ ზაფხულის ცხელ დღეებში...**))

                                                 იახტაზე
იახტაზე უბრალო ნივთების ადგილი არ არის,შეარჩიეთ დრაპირებული მთლიანი საცურაო კოსტუმი,რომელიც ელეგანტურ ბოდეს უფრო ემსგავსება.მას მოუხდება თვლიანი სამკაულები და "კატის თვალების ფორმის" სათვალე და გრძელი მოსასხამი.


                                                           პლაჟზე
პლაჟი მორცხვობის ადგილი არ არის!ამიტომ შეარჩიეთ მკვეთრად მოხატული საცურაო კოსტუმი და ასეთივე ხალისიანი ფერის აქსესუარები შეუხამეთ.მაგალითად,დიდი ყვავილით დამშვენებული ღია ფეხსაცმელი,მძივი,რომელიც შეგიძლიათ მაჯაზეც დაიხვიოთ სამაჯურის ნაცვლად და შლიაპა.

                                                   დისკოთეკაზე
დისკოთეკაზე გამოგადგებათ მინი-კომბინიზონი,რომელიც წლის ჰიტია.მინიკომბინიზონი სასურველია ერთი ფერის იყოს,ის არც მოძრაობას ზღუდავს რუჯსაც მომგებიანად წარმოაჩენს.
მასთან ერთად ოქროსფერი აქსესუარები და ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სექსუალურ იერს შეგძენთ.

                       
                                                      რესტორანი 
თუ ზღვისპირა ქალაქში რესტრანში რომანტიულ ვახშამზე ხარ დაპატიჟებული ერთი ფერის ფურჩალებიანი კაბა რამდენიმე წყება მძივი,მკვეთრი ფერის ქლათჩი და ფერადი ფეხსაცმელი არაჩვეულებრივ ლუქს ქმნის.




 

No comments:

Post a Comment