Friday, November 11, 2011

გაინტერესებს არის თუ არა ჯინსი მოდაში..?...**))

დიახ!
უფრო სწორად იგი არასდროს გასულა მოდიდან.
ჯინსი ყველა ასაკის ადამიანს აცვია და ყველაზე მოსახერხებელიცაა..**))
ძველი კოვბოების სამუშაო ტანსაცმელს კვლავინდებურად ანიჭებენ უპირატესობას, როგორც ვარსკვლავები ასევე  უბრალო ადამიანები! და თან იგი დიდი ხანია გასცდა ყოველდღიური ჩაცმულობის სტილს. სხვათაშორის, ჯინსი მოდურ ტანსაცმლად ჰოლივუდმა აქცია. ეს შეიძლება ბევრმა არც დაიჯეროს მაგრამ დამდვილად ასეა..*)) რის გამოც მადლობა HOLLYWOOD'ს..*))
                             
როგორ შევარჩიოთ ჯინსი?

დაიმახსოვრეთ:

სწორი, გრძელი ჯინსის შარვალი ფეხებს ლამაზად აჩენს.
მაღალწელიანი ჯინსის შარვლები  მაღალი, თხელი და კარგი აღნაგობის გოგონებისთვის არის შექმნილი.
დაბალწელიანი ჯინსი ყველა ტიპის ტანს უხდება.
როგორ შევარჩიოთ ჯინსის ფერი?
გაზაფხულზე _ ცისფერი ჯინსი ჩაიცვი.
ზაფხულს – თეთრი ჯინსი უხდება.
შავი და ლურჯი ჯინსი კი  ნებისმიერი სეზონისთვის მისაღებია.
რა ჩავიცვათ ჯინსზე ზემოდან?
ჯინსი იმდენად „დემოკრატიული“ ტანსაცმელია, რომ მას მკაცრი სტილის პიჯაკს და კლასიკურ ბლუზსაც კი შეუხამებ. თუმცა…
გახსოვდეთ:
არასოდეს ჩაიცვათ  ჯინსის შარვალზე ჯინსის ქურთუკი! ეს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სიტუაციაში ცუდ ტონად ჩაგეთვლებათ.**))

   

No comments:

Post a Comment