Friday, November 11, 2011

When Life Gets You Down...**))





When life gets you down..
ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტები,როდესაც თავს ვგრძნობთ
ძალიან ცუდად,გვინდა მარტო ყოფნა,გადაკარგვა,შორს წასვლა..
ცხოვრება ხომ ხიფათებითაა სავსე და ჩვენ იძულებული ვართ
გავუმკლავდეთ მათ,არ დავნებდეთ და კვლავ წამოვდგეთ ფეხზე.



პრობლემები ძალიან ბევრია და ისენი დიდ ზემოქმედებას ახდენენ
ჩვენს ხასიათზე..ზოგჯერ ისე გამაღიზიანებლები ვართ მშობლების
მიმართ,მეგობრებთან და ზოგადად ყველასთან რომ,საერთოდ
არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს საუბარს..იმ დროს როგორ ვტკენთ
გულს ჩვენ საყვარელ ადამიანებს..განსაკუთრებით ეს ხდება
ეგრეთწოდებულ ''Teen'' ასაკში.როცა ვიღაც მოგწონს,მას
არ მოწონხარ.ამ დროს იწყება საკუთარ თავში ჩაკეტვა და შთაგონება
- ''ალბათ ძალიან მახინჯი ვარ და არასდროს არ შემიყვარებს''.



შეიძლება გადადგა ისეთი ნაბიჯი,რომელიც შემდეგში სანანებელი
გაგიხდეს.ალბათ თქვენც გსმენიათ ხშირია ისეთი შემთხვევები
ჩვენს ასაკში როგორიცაა ბიჭის გამო მეგობრის დაკარგვა და ა.შ.
რეალურად რომ ვიმსჯელოთ მივხვდებით რომ,Teen ასაკი საუკეთესო
წლებია ცხოვრებაში..არანაირი ოჯახური პრობლემები,უბრალოდ
ერთადერთი მოვალეობა სწავლაა,რომელიც ყველაზე მეტად გვეზარება.
სიყვარული,'ზმანები' და სილამაზე..ვითომ სიყვარული რომელსაც
მთელი გულით ვგრძნობთ,მაგრამ შეიძლება გავიდეს სულ რაღაც 2 კვირა
და ეს Love Story ახალმა ბიჭმა შეცვალოს..



ახლა კი ისმის კითხვა როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ პრობლემებს?!
მთავარია ყოველ დილით გაიღვიძო კარგ ხასიათზე!!დადგე სარკის წინ,
გაიპრანჭო და შენ თავს შთააგონო რომ ხარ ძალიან ლამაზი,გაიღიმო,
იპოვო შენი მე!!




შემდეგ გახსენი საყვარელი ლეპტოპი,ჩართე საყვარელი მუსიკა
დადექი გარდერობთან,აირჩიე სამოსი,მოიზომე,ერხელ კიდევ
გაიღიმე,გალამაზდი და შეხედე შენს თავს სხვა თვალით..
მიხვდები რომ შენც ძალიან ლამაზი ხარ..



დაურეკე მეგობრებს,შეიკრიბეთ ერთად,ისაუბრეთ,
იჭორიკნეთ,გაანდეთ მათ თქვენი გულის ტკივილი და იგრძნობ
რომ ყველაფერი სხვაგვარადაა..იყავით ბედნიერიი და შექმენი
შენი ფერადი დღე შენით..



''როდესაც ცხოვრება მიედინება ქვემოთ,შენ შეგიძლია გააკეთო
არჩევანი - დარჩეთ სამუდამოდ ქვევით ან წამოდგეთ ზევით''

''თუ შთააგონებ შენს თავს რომ,მხოლოდ იმას გააკეთებ რაც დღეს
შეგიძლია,შენ ვერასდროს შეძლებ მეტს''

''მე მივხვდი რომ ''ცოცხალი'' და ''სიცოცხლე'' არ არის ერთიდაიგივე''

''თქვენი დრო შეზღუდულია,ამიტომ ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრენით.
გქონდეთ საკუთარი აზრი და ნუ შეეცილებით სხვას.იყავით გამბედავნი
და მიეცით თქვენს გულს სიცოცხლის საშუალება.დაისახეთ მიზანი,აი
დანარჩენი კი ყველაფერი მეორეხარისხოვანია''

''თუ იცი რომ ეს გზა მიდის ''ცუდ ფინიშამდე'',არ წახვიდე ამ გზით''

''თუ გსურს შეამოწმო შენი მეხსიერება,გაიხსენე რა შემაშფოთობელი
რამ მოხდა დაახლოებით 1 წლის წინათ''

''ყველაზე დიდი შეცდომა რასაც კი ცხოვრებაში დაუშვებთ,ეს არის იმის
გაფიქრება,რომ თქვენ დარჩებით მარტო..''



გაითვალისწინეთ ეს რჩევები,იმედი მაქვს გამოგადქებათ..
იცოდე ცხოვრება მშვენიერია,არ დაყარო ფარხმალი,არ
დანებდე..შენი დროც მოვა..უბრალოდ შეიგრძენი ბედნიერება.. ...**))
 

No comments:

Post a Comment