Sunday, November 13, 2011

შეგიძლია....**)) თუ გჯერა...**))...?





ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც ოცნების კოშკებს აწყობს და მის მომავალს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს. მეც მქონია ასეთი  პერიოდი, და იცით იქიდან რა ვისწავლე?? რათქმაუნდა იმ კოშკებს ჰაერში ვერ ააგებ, იმას საძირკველიც უნდა და ჩემთვის ეს საძირკველი პირველ რიგში რწმენაა...**))

*_*შეძლებ… თუ გჯერა...*_*

ჩემი აზრით თუ ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია, მას უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნება მთელი ცხოვრების მანძილზე. მე ყოველთვის ვამბობ რომ თუ გჯერა,და თუ მონდომებული ხარ, მაშინ არაფერია შეუძლებელი, მაგრამ რათქმაუნდა ოპონენტები აქაც მყავს.. ისინი ამბობენ რომ ყველაფერს ვერ შეძლებ. თქვენ როგორ ფიქრობთ??? მე არ ვამბობ რომ ადამიანმა რწმენით მზის ან მთვარის მოწყვეტა ინატროს. მე რწმენაში ვგულისხმობ საკუთარი შესაძლებლობების ძირფესვიანად ცოდნას. თუ იცი რა შეგიძლია, თუ გჯერა რომ შენ მიაღწევ იმას რაც გინდა, თუ ხარ მონდომებული და მზად ხარ ყველაფერი გააკეთო იმისთვის რომ მიზანს მიაღწიო, მაშინ შენ იმას აუცილებლად შეძლებ. ესეთი გზა ყოველთვის ეკლებითაა სავსე, რადგან რთულია მიაღწიო იმას რაც შენ გინდა. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ირწმუნა და ყველაფერი ბლომდე მიიყვანა… მაგრამ რატომღაც ადამიანების რაღაც ნაწილი ამ ყველაფერს უფრო პესიმისტურად უყურებს…



თქვენ როგორ ფიქრობთ, მიაღწევ მიზანს რწმენით და მონდომებით? თუ კიდევ რამეა საჭირო, ან იქნებ მართლაც შეუძლებელი და აბსურდია ყოველივე ეს :):*



No comments:

Post a Comment